11/14/2013

ბაბი ბადალოვი არის ხელოვანი და პოეტი, რომელიც ცხოვრობს პარიზში. როგორც ვიზუალური ხელოვანი, ის გამოხატავს საკუთარ იდეებს საგნების, ნახატების, ინსტალაციებისა და პერფორმანსების საშუალებით. ბაბი, ასევე, ახდენს სიტყვებით ექპერიმენტაციას და ქმნის ბუნდოვან პოეზიას, სადაც ურევს სხვადასხვა კულტურების ენებსა და სურათებს.

11/09/2013

ანა დანილევიჩი არის ბიალისტოკის სამხედრო მუზეუმის საგანმანათლებლო და საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი. ასევე, ის მუშაობდა დრამატულ თეატრსა და გაზეთში და თანამშრომლობდა სხვადასხვა ასოციაციებთან და დამოუკიდებელ პროექტებთან. 

10/29/2013

იორგ ჰეროლდი თავის შემოქმედებაში, როგორც დოკუმენტური არქეოლოგი (როგორც იგი თავის თავს უწოდებს), მისდევს მეხსიერების, მახსოვრობის, კვლევის მექანიზმს. როგორც თანამედროვე, იგი ეძებს მოგონებების შეგნებულად გამოყენების საშუალებებს ხელოვნების სხვადასხვა მედიაში.

10/10/2013

სუსანა გიულამირიანი არის ხელოვნების კრიტიკოსი, კურატორი და მუშაობს როგორც სომხეთში, ასევე, საერთაშორისო დონეზე. პეტრა ჰულთმანი არის შვედეთში მოღვაწე ხელოვანი. მისი ინტერესის სფეროებია:  ზოგადად, სტრუქტურები და კონკრეტულად ისინი, რომლებიც ეხება გენდერის საკითხებს...

10/01/2013

ელტონომ ქუჩის ხელოვნების კარიერა დაიწყო ჩვეულებრივი ინსტრუმენტებით - შესასხამი ფერადი ქილებით. ის ცნობილია თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით და ურბანულ სივრცეზე მისი მგრძნობიარე დამოკიდებულებით.

09/08/2013

ჩინგიზი დაიბადა ბაქოში. 1986 წლიდან ის მუშაობს როგორც კონცეპტუალური ხელოვანი და იყენებს სკულპტურებს, ნახატებს, გრაფიკებს, ფოტოს, ვიდეოს, ინსტალაციებს და ა.შ. მისი ცნობილი ნამუშევრები უკავშირდება პროექტებს, რომლებშიც გამოკვლეულია ურბანული, სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული საკითხები.  

07/01/2013

1/2 მოწვეული იყო გეოეარის მიერ ერთთვიან რეზიდენციაში, რომლის ფარგლებშიც მათ შექმენს “1/2 #9 — Georgia Now!”, მათი ხელნაკეთი წიგნის ქართული გამოცემა. ისინი შეხვდნენ ადამიანებს, გაცვალეს იდეები სამუშაო მიდგომებისა და ტექნიკების შესახებ. 

06/02/2013

სონა აბგარიანი დაიბადა 1979 წელს, ბერდში (სომხეთი). მისი ნამუშევარი პირველად 1998 წელს დილიჟანში, მხატვართა კურორტზე გამართულ ხელოვანთა კონგრესზე გამოიფინა. ეს იყო ინსტალაცია, შესაძლოა პერფორმანსიც. მან ხეზე ჩამოკიდა კონვერტები, რომლებშიც განთავსებული იყო მესიჯი: „უშველე საკუთარ თავს“.

06/01/2013

ასტრიდ ბუსინკი სწავლობდა სახვით ხელოვნებას ენსხედეს ხელოვნების აკადემიაში და მაგისტრატურაში ფილმის განხრით ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში. იგი იმყოფებოდა ბათუმის რეზიდენციაში გაცვლითი პროექტის „ახლა იღვიძებს ზღვა“ ფარგლეში. 

05/16/2013
ოლივერ რესლერი ცხოვრობს და მუშაობს ვენაში, როგორც ხელოვანი და კინორეჟისორი. ის ქმნის გამოფენებს, პროექტებს საჯარო სივრცეში და ფილმებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, დემოკრატია, გლობალური დათბობა, წინააღმდეგობის ფორმები და სოციალური ალტერნატივები
 
 
05/07/2013

დიანა მაკკარტი არის ცნობილი რადიო reboot.fm-ის თანადამაარსებელი და რედაქტორი. მისი ნამუშევრები უკავშირდება ხელოვნებას, პოლიტიკასა და ახალ/ძველ მედიას. ამჟამად, ის მუშაობს რადიოში, ასევე, გენდერის, რევოლუციური ქალებისა და ფილმის საკიხებზე.

05/02/2013

მარაიკე ვენცელი არის მსახიობი და პერფორმანსის ხელოვანი ბერლინიდან. ბოლო 6 წლის განმავლობაში ის მოღვაწეობს პერფორმანსულ ჯგუფში - SIGNA. ასევე, თანამშრომლობს ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციასთან - TERRE DES FEMMES.

 
04/01/2013

2009 წლის ოქტომბერში ნვარდ იერკანიანმა და ჰარუტუნ ალპეტიანმა დაარსეს ხელოვანების მიერ ორგანიზებული არაკომერციული სივრცე AJZ. AJZ-ში განხორციელებული ღონისძიებები მრავალფეროვანია და მოიცავს - გამოფენებს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს ხელოვანებთან, ჩვენებებს და...

02/28/2013

ხელოვანი ნინა კურტელა დაინტერესებულია ვიზუალური და პერფორმანსის ხელოვნებით, მედიების გადაკვეთის კვლევითა და შექმნით. კურატორი რიკარდ ბორგსტრომი ამჟამად დაინტერესებულია პერფორმანსულ სიტუაციაში ინტიმურობის შექმნით.

01/30/2013

ულრიკა სოდერლინდის გამოცდილება უკავშირდება კულინარიის სფეროს. ის მუშაობდა კულინარიის ინდუსტრიაში შვედეთის სავაჭრო ფლოტსა და ხმელეთზე და განიხილავს კულინარიას, როგორც ხელოვნების ფორმას, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ადამიანსა და საზოგადოების იდენტობას.