Monday, April 1, 2013
2009 წლის ოქტომბერში ნვარდ იერკანიანმა და ჰარუტუნ ალპეტიანმა დაარსეს ხელოვანების მიერ ორგანიზებული არაკომერციული სივრცე AJZ. AJZ-ში განხორციელებული ღონისძიებები მრავალფეროვანია და მოიცავს - გამოფენებს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს ხელოვანებთან, ჩვენებებს და საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორებიცაა ვორკშოპები და ლექციები. ხშირ შემთხვევებში ეს ხორციელდება სომხეთის ადგილობრივ სახელოვნებო ინსტიტუტებთან ერთად თანამშრომლობით, როგორებიცაა: AICA Armenia, Utopiana.am, AFG film club, Art & Cultural Studies Laboratory, Suburb Cultural Centerand others. AJZ-ს ხელშეწყობა ხდება დამფუძნებელთა მიერ და მეგობართა დახმარებებით.
 
დასაწყისში, ინიციატივის მთავარ იდეას წარმოადგენდა ერევანში ალტერნატიული საგამოფენო სივრცის შექმნა, რომელიც ღია იქნებოდა ხელოვანთათვის და კურატორებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. თუმცა, მოგვიანებით გამოჩნდა, რომ საგამოფენო სივრცის ნაკლებობა იმდენად შესამჩნევი პრობლემა არ იყო, რამდენადაც არსებობდა სახელოვნებო წარმოების მგომარეობის შეცვლის საჭიროება. ეს არ ნიშნავდა, რომ AJZ-ემ შეცვალა მისი კურსი, არამედ, ძირითადი საქმიანობის ტრანსფორმაცია მოხდა დროის განმავლობაში.
 
მიუხედავად არსებობის ხანმოკლე ისტორიისა, AJZ-მ შეძლო ჩამოეყალიბებინა კურატორული კოლექტივი, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა ინიციატივებით. ბოლოს განხროციელებული პროექტი, „იმედის ეკონომიკა“ (Economy of Hope) განხორციელდა გიუმრის მერვე ბიენალეს ფარგლებში. 9 ხელოვანს მიეცა საშუალება გამოეკვლია იმედის ფენომენი, არა მხოლოდ როგორც გონების ემოციური ნაწილი, ასევე, როგორც ერთგვარი სასაქონლო პროდუქტი, რომელიც ჩნდება სურვილსა და მის შესაძლებლობა-შეუძლებლობას შორის. ეს იყო იმ სისტემათა დაშლის მცდელობა, რომელიც გარკვეულ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში ასრულებს იმედის შექმნას, გაყიდვასა და მოხმარებას, რაც შეიძლება განიცადო, მაგალითად, სომხეთში ცხოვრებისას.
 
ნვარდ იერკანიანი ერევანში კულტურის სფეროში მუშაობს. მან შეისწავლა არქიტექტურა და მშენებლობა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე, გაიარა ერთწლიანი კურსი „გამოფენისა და კულტურის კრიტიკა“ ხელოვნების კრიტიკისა და კურატორული ტრენინგის სკოლაში, რომელსაც ახორციელებდა AICA-Armenia. ის არის AJZ space-ის თანადამაარსებელი. 2005 წლიდან ნვარდი იყო სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობების აქტიური წევრი და თანა-ინიციატორი. ეს მოძრაობები ძირითადად შეეხებოდა საჯარო სივრცის, ურბანული ტრანსფორმაციის, ჯენტრიფიკაციისა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების საკითხებს. 2012 წლიდან ნვარდი ICA-ს (ერევნის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის) პროგრამების მენეჯერია. 
 
ჰარუტუნ ალპეტიანი ერევანში კულტურის სფეროში მოღვაწეობს და მუშაობს როგორც კურატორი და ხელოვანი. ის არის AJZ space-ს თანადამაარსებელი და სოციალური აქტივისტი. მას აინტერესებს პერფორმანსის თანამედროვე ტენდენციები. ჰარუტუნი ერევნის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში პროექტების ლაბორატორიის კოორდინატორია. მისი ერთ-ერთი ბოლო დროის პროექტია - „იმედის ეკონომიკა“, რომელიც, 2012 წელს გიუმრის მერვე თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს ფარგლებში განხორციელდა. ის ამჟამად მუშაობს პროექტზე: Camera Futura: storage for (im)possible realities.
 
თბილისში AJZ-მ განახორციელა პროექტი CAMERA FUTURA: storage for (im)possible realities / CAMERA FUTURA: შე(სა/უ)ძლებელი რეალობების საცავი
 
"ყურადღება. მომავალი აქ არის!
მომავალი, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდით. რომელზეც ვერასდროს იფიქრებდით. წარმოსახვა არასდროს ყოფილა უფრო ადვილი.
მშვიდობით, მოწესრიგებავ. გამარჯობა, ცნობისმოყვარეობავ. გამოიკვლიე სამყარო ისეთი, როგორიც ის არასდროს შეიძლებოდა ყოფილიყო.
თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გახდეთ camera futura -ს, შე(სა/უ)ძლებელი რეალობების საცავის თანაავტორი და არქიტექტორი.
 
მიღების წესები
 
არ არსებობს წესები. ნებისმიერი ნამუშევარი, რომელიც შეიძლება იყოს წარმოდგენილი ნათელი მომავლის მოზაიკის ნაწილი.

ფორმატი/ხანგრძლივობა/მასალა/მედია, ასევე, არ არის განსაზღვრული.

შემოსული ნამუშევრები ან მათი იდეები განხილული იქნება camera futura-სთან კავშირში და განთავსდება ინტერნეტ სივრცეში, რათა განხილული იქნას როგორც გამოფენის ნაწილი.
გამოფენა(ები) შესაძლოა ინიცირებული და განხორციელებული იქნას ნებისმიერ ადგილას ნებისმიერი ადამიანის მიერ, ვისაც ხიბლავს camera futura-ს იდეა და საცავის შინაარსი. ნამუშევრები ყოველი გამოფენისთვის საცავიდან უნდა იქნას არჩეული.
 
კონცეფცია

არსებობს დამოკიდებულება, რომ არსებობს განსხვავებული სიცოცხლის შესაძლებლობა.
არსებობს დამოკიდებულება, რომ არსებობს განსხვავებული სიცოცხლით ცხოვრების ნამდვილი შესაძლებლობა.
არსებობს დამოკიდებულება, რომ ჩვენ მუდმივად გვავიწყდება განსხვავებული სიცოცხლით ცხოვრების შესაძლებლობა.
არსებობს დამოკიდებულება, რომ ჩვენ მუდმივად გვავიწყდება განსხვავებული სიცოცხლის წარმოდგენის შესაძლებლობაც.
არსებობს დამოკიდებულება, რომ ჩვენ მუდმივად ვკარგავთ განსხვავებული სიცოცხლის წარმოდგენის უნარსაც კი."

Camera futura  იმ ინიციატივის საწყისი სათაურია, რომელიც ეფუძნება ზემოთთქმულს და მიზნად ისახავს განსხვავებული სიცოცხლის წარმოდგენის უნარის განახლებას.

რეზიდენციას ფინანსურად მხარს უჭერდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა.