Thursday, February 28, 2013
ნინა კურტელა არის ვიზუალური ხელოვანი, დაიბადა 1981 წელს ზაგრებში, ხორვატია (ყოფილი იუგოსლავია). ის სწავლობდა „თანამედროვე ცეკვას, კონტექსტს, ქორეოგრაფიას“ HZT-ში, UdK ბერლინთან თანამშრომლობით. ზაგრების სამხატვრო აკადემიაში მან მიიღო სამაგისტრო ხარისხი სახელოვნებო განათლებასა და ახალი მედიის ხელოვნებაში. ამჟამად ის მოღვაწეობს და ცხოვრობს ბერლინსა და ზაგრებში. თავის ნამუშევრებში ის დაინტერესებულია სხვადასხვა დისციპლინებში, როგორებიცაა ვიზუალური და პერფორმანსის ხელოვნება, მედიების გადაკვეთის კვლევითა და შექმნით.
 
ბოლო წლების განმავლობაში ის აქტიურად იფინება ევროპაში, სხვადასხვა სახის ნამუშევრებით - სოლო გამოფენები, ჯგუფური გამოფენები, კინო ფესტივალები, ჩვენებები და თეატრი/პერფორმანსის ფესტივალები, ისეთ ადგილებში, როგორებიცაა - Tanz Im August Berlin / Tanz Nacht Berlin / Transmediale Berlin / Sophiensaelle Berlin / MSU, Zagreb / HKW, Berlin / HDLU, Zagreb / MUMOK, Vienna / MUU, Helsinki / 104 Paris / MMOMA, Moscow / Essl Museum, Vienna / Glyptotheque HAZU, Zagreb / National Museum of Kosovo, Prishtina, Kosovo / Museum of Contemporary Art, Sofia / Gallery Nova, Zagreb / Gallery VN, Zagreb / Gallery of Contemporary Art, Pančevo, Serbia.
 
მისი ბოლო პერიოდის სახელოვნებო გრანტები და ჯილდოები მოიცავს: CEC Arts Link Fellowship Award 2012, New York / Radoslav Putar Award 2011 nomination, Institute for Contemporary Art - SCCA, Zagreb / Artist in Residence program 2011 KulturKontakt Austria, Vienna / Youth Artists Prize CEE 2010 - Henkel Art Award, MUMOK, Vienna / HAVC - Croatian audiovisual center, film production grant 2010 / DanceWeb scholarship at the Impulstanz festival 2007, Vienna / ESSL Art Award CEE 2007, ESSL museum Vienna.
 
მოკლე განაცხადი:
„ჩემი პრაქტიკა არ გამორიცხავს რომელიმე საშუალებას და თავისი კონცეპტუალური და მულტიდისციპლინარული მიდგომით შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს პროდუქციის ნებისმიერი საშუალება. ჩემი სამუშაო ხშირად მულტიდისციპლინური, ადგილის სპეციფიკურია, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული თემების ჩართვას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფულად ღირებულებებს და ეძიებს შეხედულებათა გაცვლას, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სოციალური ურთიერთობები ყალიბდება. იდენტობისა და ინტიმურობის კვლევით, კითხვას ვუსვამ იმას, თუ როგორ განსაზღვრავენ ადამიანთა ქცევას, ზემოქმედებენ გამოცდილებაზე და ჩვენზე, სხეულის სხვადასხვა ქმედებები კონკრეტულ საზოგადოებაში, კულტურულ და ურბანულ სფეროებში. ჩემ ნამუშევრებში ხშირად ვიყენებ ყოველდღიურობის სიტუაციებს, რომელთაც სხვა კონტექსტში ვსვამ, იმისათვის, რომ წარმოვადგინო ისინი ვიზუალურად და განვავრცო მათი მნიშვნელობა. მე დაინტერესებული ვარ მიძღვნის, ხანგრძლივობისა და დროის ფაქტორებით. მე ვიკვლევ არამატერიალური შრომის იდეას ყოველდღიურობასთან მიმართებაში. ამას კონკრეტულ თემთა ან საკუთარი სხეულის ჩართვით ვახორციელებ, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ ხელოვნების ექსკლუზიოურობას იმის მცდელობაში, რომ წაშალოს განსხვავება შემქმნელსა და დამკვირვებელს შორის. ჩემი სურვილია შევქმნა ადგილი, სადაც მე ვიქნები როგორც შემსრულებელი, ასევე, მაყურებელიც. სადაც ნამუშევარი შექმნილია მოცემული სიტუაციის პირობებით და რომელზეც მე, როგორ შემქნელი ყოველთვის ვერ მოვახდენ ზეგავლენას. მე შემიძლია მხოლოდ დავდო პირობები რაღაცის შესაქმენლად.
 
რიკარდ ბორგსტრომი (ფინეთი/შვედეთი) არის კურატორი (დაიბადა 1974  წელს სტოკჰოლმში, შვედეთი). ამჟამად ის დაინტერესებულია პერფორმანსულ სიტუაციაში ინტიმურობის შექმნით, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ ქორეოგრაფიულ კვლევას, სხეულზე არამატერიალური ეკონომიკების გავლენის ფონზე და რომელსაც რობერტ სტეინთან, პიეტერ ამპთან და ვოქიეჩ კოსმასთან ერთად ახორციელებს. ის, ასევე, იკვლევს მელანქოლიურ მდგომარეობასა და მის სიმპტომებს სახელოვნებო ინსტიტუტებში. 2013 წლის გაზაფხულზე, თბილისში ის იკვლევდა შემოქმედების სახეობებს ახალი მატერიალურობის კუთხით. 
 
ბორგსტრომი ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში, სიბოსა და სტამსუნდში. კურატორული განათლება მან ბერგენის ხელოვნების აკადემიაში მიიღო. ის, ასევე, სწავლობდა დრამატურგიას სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ფილმის, თეატრისა და ხელოვნების ისტორიის შვედური უნივერსიტეტის კოლეჯში. ბოლო წლების მანძილზე ის ძირითადად მუშაობდა ნორვეგიაში, სადაც კურატორულ საქმიანობას ეწეოდა ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: Teaterhuset Avant Garden, Bastard-International Performance Art Festival, Lofoten International Art Festival. ნორვეგიის სახელოვნებო საბჭოსთვის ის იყო კონგრესის “WE TRY TO PLAN IT SO PERFECTLY”(„ჩვენ ვცდილობთ დავგეგმოთ ყველაფერი ასე სრულყოფილად“) კურატორი. ჰელსინკიში, სახელოვნებო სივრცე SINNE-ში, მისი კურატორობით გაიმართა ცნობილი გამოფენა “2.11 10.11 24.11 26.11 – An exhibition in four acts”, რომელიც მოიცავდა ბიფო ბერარდის, კოსმას, სმებიესა და სტეინის ნამუშევრებს. 2011-2012 წლებში ის მუშაობდა მალმოში, INKONST-ის პერფორმანსული ხელოვნების სექციისთვის. წლების მანძილზე, ის რეგულარულად მუშაობს მეცნიერებთან: კნუტ-ოვე არტნზენი, ფრანკო ბიფო ბერარდი, დონ კულიკი, მარიტა მუკონენი, ჰანს თიეს ლეჰმანი, სანდრა ნოეთი, მორტენ სპონგბერგი და ხელოვანებთან: კერსტი ანდვიგი, ტარეკ ატუი, ჰანს როსენსტრომი, დანიელ ალმგრენრეცენი, ლარა ალმარცეგუი, როდრიგო სორბაზო. ამჟამად ის მუშაობს სტამსუნდის თეატრალური ფესტივალისთვის.
 
თბილისში ნინა კურტელამ განახორციელა შემდეგი ღონისძიებები:
 
14.03.2013, 16:00 / კორპუსი 8, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი - ნინა კურტელას ფილმის Transformance ჩვენება და განხილვა ანთროპოლოგიის პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტებთან, ვიზუალური ანთროპოლოგიის კურსის ფარგლებში.
შეხვედრა ხელოვანთან / 20.03.2013, 16:00 / ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, თბილისი - ურბანულ ტრანსფორმაციასთან კავშირში ნამუშევრების წარდგენა და განხილვა, ფილმის Transformance ჩვენება 
 
შეხვედრა ხელოვანთან განხორციელდა მკველვართა შეხვედრის "Ensuring the Public Space for Citizens: Innovation and Inclusion" ფარგლებში, რომელსაც ფინანსურად მხარი დაუჭირა ღია საზოგადოების ინსტიტუტის East East Beyond Borders პროგრამა. 
შეხვედრა იყო პროგრამა SPACES-ს ნაწილი.