Thursday, October 10, 2013
სუსანა გიულამირიანი დაიბადა ერევანში, სომხეთი. ის არის ხელოვნების კრიტიკოსი, კურატორი და მუშაობს როგორც სომხეთში, ასევე, საერთაშორისო დონეზე. ამ ეტაპზე, მისი ინტერესის სფერო მოიცავს „სხვის“ ეპისტემოლოგიურ, ფილოსოფიურ აღქმას, ბიოპოლოტიკის ანალიზს, გენდერისა და ფემინისზმის საკითხებს თანამედროვე სახელოვნებო პრაქტიკაში და ასევე, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ საკითხებს, რომლებიც ეხება „წარმოსახვითი გეოგრაფიების“ კვლევასა და რუკების შექმნას.
 
2007 წელს, თანამშრომლობის შედეგად, მან დაარსა „ხელოვნებისა და კულტურის შესწავლის ლაბორატორია“ (ACSL), სადაც დღემდე მოღვაწეობს პრეზიდენტის რანგში. 2008 წელს მისი ინიციატივით დაარსდა “Art Commune”, საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამა სომხეთში. 2006 წლიდან ის არის AICA (ხელოვნების კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია)-სომხეთის საბჭოს წევრი. 10 წელზე მეტია რას სუსანა გიულამირიანი ასწავლის კულტურის მეცნიერების კურსებს სომხეთის ღია უნივერსიტეტის, სახვითი ხელოვნების დეპარტამენტში (განათლების საერთაშორისო აკადემია). ის იყო CinemArt ჟურნალის თანარედაქტორი, სადაც უძღვებოდა ყოველთვიურ განყოფილებებს - „სახელოვნებო სიტუაცია“ და „ხელოვნების სახელი“ და ამავდროულად, მისი თანამშრომლობითი კრიტიკული სტატიები სომხეთის სხვა პერიოდულ გამოცემებშიც იბეჭდებოდა. ის არის მოწვეული, ასოცირებული წარმდგენი ისეთ კონკურსებზე, როგორებიცაა - საერთაშორისო ორწლიანი ჯილდო გამოჩენილი მიღწევებისათვის ხელოვნებასა და პოლიტიკაში (ვერა ლისტის ხელოვნებისა და პოლიტიკის ცენტრი, New School, New-York); ასევე, ყოველწლიური ჯილდო სახელოვნებო კრიტიკის საუკეთესო სტატიისათვის (სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო).
 
პეტრა ჰულთმანი არის შვედეთში მოღვაწე ხელოვანი და სტოკჰოლმის ხელოვნების სამეფო ინსტიტუტის ხუთწლიანი სახვითი ხელოვნების პროგრამის სტუდენტი. ის იყენებს თავის გამოცდილებას, როგორც პროექტების კოორდინატორი, როდესაც ქმნის სოციალურად ჩართულ პროექტებს, სადაც თანამშრომლობის, ჩართულობის, დიალოგის, ვორქშოფების და პროვოკაციების საშუალებით ეკონტაქტება საზოგადოებას. ახალი და ტრადიციული ტექნიკების ერთდროული გამოყენებით, პეტრა იკვლევს ჩართულობის სხვადასხვა ფორმებს, შემოქმედებით პროცედურებს და ასევე, კოლექტიური და თანამშრომლობითი პრაქტიკების სტრუქტურებს. მისი ნამუშევრები ხშირად პროცესზე ორიენტირებულია და როგორც სხვადასხვა მედიის ხელოვანი, ის იყენებს ანიმაციას, ინსტალაციას, ვიდეოს, პერფორმანსს, ფოტოგრაფიას, ქანდაკებას და წერილობით ნამუშევრებს. მისი ინტერესის სფეროებია:  ზოგადად, სტრუქტურები და კონკრეტულად ისინი, რომლებიც ეხება გენდერის საკითხებს, მეხსიერების კონსტრუირება და მისი კავშირი დოკუმენტაციასთან, ფსიქოლოგია, ადამიანთა ურთიერთობა და ჯგუფური დინამიკა.
 
სუსანა გიულამირიანისა და პეტრა ჰულთმანის ღია კარის დღე გეოეარის რეზიდენციაში.

სუსანა გიულამირიანის პრეზენტაცია „ჩართული ხელოვნების ფუნქცია და ფუნქციონალურობა“ შეეხებოდა ხელოვანთა ინტერესს „სოციალურის“ მიმართ, რომელიც გაზიარებულ იქნა როგორც სურვილი, შეცვლილიყო ტრადიციული დამოკიდებულება სახელოვნებო ნამუშევარს, ხელოვანსა და აუდიტორიას შორის. ზოგადი თეორიული მიმოხილვის შემდეგ, მან განიხილა სოციალურად ჩართული ხელოვნების მაგალითები საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა კონტექსტებში. სუსანამ, ასევე, წარადგინა სოციალურად ჩართული სახელოვნებო პროექტები, რომლებიც განვითარდა Art Commune საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის (ACSL) და მის In-LAB Platform [Theory and Practice] ფარგლებში.

პეტრა ჰულთმანმა ისაუბრა ტექსტილის გამოყენებაზე ფემინისტურ მოძრაობებსა და თანამედროვე ხელოვნებაში. მან, ასევე, წარადგინა მისი სახელოვნებო პროექტი "CO:lab", რომელიც არის ჩართულ მიდგომაზე დამყარებული პლატფორმა, ღია სტუდია და სახელოსნო, რომელიც ამჟამად ყალიბდება “Art Commune” სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში. "The sewing circle" არის სტრუქტურა სტრუქტურაში, ჩართული სახელოვნებო პროექტი, რომელიც ხორციელდება სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და კონცენტრირებულია „საკერავი წრის" შექმნაზე, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი დიალოგების ფორუმი და წარადგენს ფემინისტურ განაცხადებს საზოგადოებასა და ხელოვნებაში.

ასევე, თბილისში პეტრამ განახორციელა ხანგრძლივი ქარგვის პერფორმანსი.

 
რეზიდენციას ფინანსურად მხარი დაუჭირა ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ხელოვნებისა და კულტურის ქსელურმა პროგრამამ.