Tuesday, October 29, 2013

იორგ ჰეროლდი დაიბადა ლაიფციგში 1965წ-ს. იგი სწავლობდა მხატვრობას ლაიფციგსა (Hochschule für Grafik und Buchkunst in Leipzig) და ბერლინში (Kunsthochschule Berlin-Weißensee).

იორგ ჰეროლდი თავის შემოქმედებაში, როგორც დოკუმენტური არქეოლოგი (როგორც იგი თავის თავს უწოდებს), მისდევს მეხსიერების, მახსოვრობის, კვლევის მექანიზმს. როგორც თანამედროვე, იგი ეძებს მოგონებების შეგნებულად გამოყენების საშუალებებს ხელოვნების სხვადასხვა მედიაში: ფერწერაში, ინსტალაციაში, ქანდაკებაში, ფილმში. მეხსიერების რეალურ და არარეალურ სამყაროში მოგზაურობების შედეგად იქმნება მისი ინსტალაციები, ფილმები, აქციები, ნახატები. დოკუმენტური არქეოლოგის ფუნქციაა მოგონებების შესაძლებლობების მომავლისთვის ჩვენება და ეთიკურსა და ესთეტიკურ გამოსახულებას შორის კონფლიქტზე ხაზგასმა.  

იორგ ჰეროლდს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ლაიფციგის სახალხო გაზეთის (Leipziger Volkszeitung, 1999) და ქალაქ ვოლფსბურგის ხელოვნების ჯილდო ( Kunstpreis der Stadt Wolfsburg,2005). იგი იფინება სხვადასხვა მუზეუმებსა და სახელოვნებო ინსტიტუციებში (Museum der Bildende Künste LeipzigHeydt-Museum Wuppertal, Staatlichen Museum SchwerinGalerie der Stadt Wolfsburg,Kunstverein Bielefeld). ასევე მონაწილეობდა მრავალრიცხოვან საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა: ვენეციის ბიენალე (1995), დოკუმენტა X (1997), ლაიფციგის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ვიდეო ხელოვნების 40 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა, ასევე, სამხრეთ კორეაში Seongnam Arts Center და LEEAHN  Gallery-ში (2012).

1985 წლიდან იორგ ჰეროლდი მუშაობს გალერეა EIGEN + ART-თან ერთად, რომელიც მას რეგულარულად წარადგენს ლაიფციგსა და ბერლინში.

პროექტი „უკანასკნელი დათვი“

აკრძალვის მიუხედავად, მსოფლიოს მცირე ნაწილში მაინც შევხვდებით დათვებზე ნადირობის შემთხვევებს. ერთ-ერთი ესეთი რეგიონი კავკასიაა. სავარაუდოდ, აქ 1000-1200 დათვი ბინადრობს. მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია თუ ზრუნავს ცხოველთა დაცვაზე. ნადირობის კვოტები, ერთად თავმოყრილი ინფორმაცია და უწყვეტი დოკუმენტაცია დათვების პოპულაციაზე არ არსებობს. აქ იდეალური სიტუაციაა თავისუფალი ნადირობსთვის.

იორგ ჰეროლდი თავისი პროექტით „უკანასკნელი დათვი“ ატარებდა პილოტურ სამუშაოს. ქართველ ხელოვანებთან ერთად შეიქმნა დოკუმენტები, მოხდა ჟურნალისტების და ცხოველთა დამცველების გამოკითხვა დათვების ნადირობასთან დაკავშირებით და მხატვრულად იქნა ფორმულირებული დათვებთან მოპყრობის კონცეპტი, როგორც საზოგადოების პრობლემა.

გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით მოეწყო 10 დღიანი ვორქშოფი, რომელიც დაეთმო ეთნოლოგიის თემას, ისეთი რიტუალებისა და ტრადიციების შესწავლას კავკასიაში, როგორიც არის მაგალითად, მამაკაცის, როგორც „დათვებზე მონადირის“ სახე. პროექტი, როგორც დოკუმენტური არქეოლოგია, იყო ძიების, კვლევის მცდელობა, რომელიც განხორციელდა ხელოვნების სხვადასხვა მედიის საშუალებით და დასრულდა ნამუშევრების პრეზენტაციით (21.10- 31.10. 2013).