Thursday, November 14, 2013

ბაბი ბადალოვი (1959, ლერიკი, აზერბაიჯანი) არის ხელოვანი და პოეტი, რომელიც ცხოვრობს პარიზში. მისი ნამუშევრების მრავალი გამოფენიდან აღსანიშნავია, თესალონიკის პირველი ბიენალე და Manifesta 8. ბაბის ნამუშევრები წარმოდგენილია კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში, როგორებიცაა: რუსეთის მუზეუმი სანკტ-პეტერბურგში; ემდენის ხელოვნების მუზეუმი, გერმანია; M HKA - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ანტვერპში.

როგორც ვიზუალური ხელოვანი, ის გამოხატავს საკუთარ იდეებს საგნების, ნახატების, ინსტალაციებისა და პერფორმანსების საშუალებით. ბაბი, ასევე, ახდენს სიტყვებით ექპერიმენტაციას და ქმნის ბუნდოვან პოეზიას, სადაც ურევს სხვადასხვა კულტურების ენებსა და სურათებს. მისი ნამუშევრები ხშირად ეძღვნება ლინგვისტურ ძიებას, რითიც იკვლევს ენის შეზღუდვებს და იმ საზღვრებს, რომელსაც ენა ქმნის მისი მომხმარებლებისათვის და ასევე, უკავშირდება მოგზაურობისას ლინგვისტური უხერხულობების მის პირად გამოცდილებას.

უცხო ქვეყნებში ჩვენ ხშირად ვხედავთ სიტყვებს, რომლებიც ჩვენი ანბანის მსგავსით არის დაწერილი, თუმცა, აქვთ განსხვავებული მნიშვნელობა, ჟღერადობა და წარმოთქმა. ბაბის ვიზუალური პოეზია ხშირად დღიურის სახისაა, რომელიც იქმნება ყოველ დღე მანიპულირებული სასურათო მასალის მისი პირადი ლინგვისტური კვლევის შედეგად და ხშირად, პოლიტიკური შინაარსისაა. ხელოვანის (ან მოგზაურის, მიგრანტის, დევნილის) მოხეტიალე ცხოვრება უქმნის მას არა მხოლოდ კულტურული ინტეგრაციის რთულ საადაპტაციო პერიოდს, არამედ, შეუძლია ის ძირითადად, ენის პატიმრადაც აქციოს. ბაბის პროექტები ამგვარ ლინგვისტურ შეხედულებებს ეხმიანება, რათა ხაზი გაუსვას უფრო დიდ გეო-პოლიტიკურ შეკითხვებს.

28 ნოემბერს, ლიტერატურის მუზეუმში ბაბი ბადალოვმა უმასპინძლა პრეზენტაციას. შეხვედრის დასაწყისში ხელოვანმა ისაუბრა მისი ლინგვისტური სირთულეების პირად გამოცდილებაზე, რაც ბაბის სახელოვნებო კვლევისა და გამოხატვის საგანი გახდა. ასევე, წარმოდგენილი იქნა „თბილისის დღიური“, რომელიც  გეოეარის რეზიდენციაში ყოფნის დროს შესრულებულია მისი ვიზუალური პოეზიის კოლაჟის სტილში.

რეზიდენციას ფინანსურად მხარს უჭერდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა.