გეოეარს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობითი პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება გააჩნია. გარდა ამისა, ჩვენ რეგულარულად ვახორციელებთ საჯარო დისკუსიებს. ერთი მხრივ, ეს ხელოვანთათვის და ფართო საზოგადოებისათვის  საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ბაზისად შეიძლება განვიხილოთ. მეორე მხრივ, ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას.

ვრცლად >>

2010 წლიდან გეოეარს გააჩნია სარეზიდენციო პროგრამა. ეს არის დამოუკიდებელი რეზიდენცია, სადაც კურატორებს, ხელოვანებსა და კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებს ეძლევათ საშუალება დროებით დაფუძდნენ თბილისში, დაამყარონ კავშირები, გაიცნონ კავკასიის რეგიონში მოღვაწე ხელოვანები, კურატორები და კულტურის სფეროს ინსტიტუტები და ამით გაიმდიდრონ ადგილობრივი კონტექსტის ცოდნა და კვლევა.

ვრცლად >>

არქიდრომი - თანამედროვე ხელოვნების არქივი. ეს წარმოადგენს ერთგვარ საპრეზენტაციო პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც რეგულარულად იმართება ხელოვანთა ნამუშევრების განხილვა, შეხვედრები, დისკუსიები და პრეზენტაციები. აქ მთავარია ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ადამიანები შეძლებენ შეკრებას და გაეცნობიან საერთაშორისო მასშტაბით შექმნილ თუ არსებულ ნამუშევრებს, ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს.

ვრცლად >>