Sunday, September 8, 2013

ჩინგიზი დაიბადა 1964 წელს ბაქოში (აზერბაიჯანი). ის ცხოვრობს და მუშაობს ბაქოში. 1991 წელს მან დაამთავრა სახვითი ხელოვნების სამაგისტრო პროგრამა აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1986 წლიდან ის მუშაობს როგორც კონცეპტუალური ხელოვანი და იყენებს სკულპტურებს, ნახატებს, გრაფიკებს, ფოტოს, ვიდეოს, ინსტალაციებს, პერფორმანსებს, დიზაინს, პროზასა და პოეზიას, ფილოსოფიას და ა.შ. მისი ცნობილი ნამუშევრები უკავშირდება პროექტებს, რომლებშიც გამოკვლეულია ურბანული, სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული საკითხები. 

1996 წელს, ბაქოში მან დაარსა "ARTS etc..." თანამედროვე კულტურის ცენტრი. მოგვიანებით, ასევე, იყო რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის კურატორი. 1996 წლიდან ის არის აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი. ხშირად, ის არჩეული იქნა საერთაშორისო კულტურული ორგანიზაციების მრჩეველად და საბჭოს წევრად, რომელთა შორისაცაა: აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამა; ECF (ევროპის კულტურის ფონდი, ამსტერდამი) STEP Beyond პროგრამის მრჩეველი კავკასიის ქვეყნებისათვის; ბაქოში, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ხელისშეწყობის ფონდის ექსპერტი; საფრანგეთში, CORD სახელოვნებო ჟურნალის სარედაქციო საბჭო; ბაქოში, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ხელისშეწყობის ფონდის საბჭოს წევრი. ჩინგიზის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა სახელოვნებო კოლექციებში, როგორც კერძო, ასევე, მუზეუმებში, როგორებიცაა: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ბაქოში (აზერბაიჯანი); ვაჰიდ ქუროს კოლექცია (აშშ-შვეიცარია); მისი ნამუშევრები, ასევე, წარმოდგენილია კოლექციებში რუსეთში, უკრაინაში, ვიეტნამში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, იტალიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, ფინეთში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, ყირგიზეთსა და ირანში.

18 სექტემბერს, 18:00 საათზე ჩინგიზმა მოაწყო მისი სამუშაო სივრცის ღია კარის დღე გეოეარის რეზიდენციაში. მან წარადგინა თავისი ნამუშევრები და ისაუბრა მათი განვითარების შესახებ. ხელოვანმა, ასევე, წაიკითხა თავისი ბოლო დროის ჩანაწერები.

რეზიდენციას ფინანსურად მხარს უჭერდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა.