თბილისის ალტერნატიული ტურები

გაიცანით თბილისი გეოეართან ერთად!

აღმოაჩინეთ ადგილები, ისტორიები და მოვლენები თბილისში და ამასთან ერთად, ხელი შეუწყვეთ ქალაქის შესახებ არსებულ სახელოვნებო პროექტებსა და კვლევას!

ტურზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეამოწმოთ მიმდინარე ტურები ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე და მოგვწეროთ შეტყობინება ან ელ. წერილი მისამართზე: info@geoair.ge
შესაძლებელია ტურების ორგანიზება მცირე ჯგუფებისათვის. ამისათვის დაგვიკავშირდით და თქვენი ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციასა და დეტალებს შესაძლო ტურების შესახებ.

რატომ ალტერნატიული ტურები?
თბილისში საკმაოდ ბევრი ტური არსებობს. ბევრი მათგანი ქალაქის მდიდარ ისტორიაზეა აგებული. ჩვენ ქალაქის ამ ასპექტს ვაფასებთ. თუმცა, მიგვაჩნია რომ მისი თანამედროვე მდგომარეობის გაგება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
თბილისი კარგად რომ გავიცნოთ, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ იმასაც, რაც უმეტეს გზამკვლევებში არ გვხვდება. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად აღმოვაჩინოთ ყოველი ადგილის მრავალი ფენა.
თბილისის ალტერნატიული ტურები ბევრ განსხვავებულ რამეს მოიცავს - კონკრეტული ადგილების ისტორიები და მათი თანამედროვე მდგომარეობა; მათი გამომწვევი პროცესები; ის დეტალები, რომელთაც აუცილებლად შეამჩნევთ და ისინი, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობაც ნაკლებად ამჩნევს ხოლმე; ურბანული და სოციალური პროტესტების ადგილები; სახელოვნებო თუ სახელმწიფო ჩარევები; პირადი ისტორიები თუ ურბანული ჭორები და მრავალი სხვა!

ალტერნატიული თბილისის აღმოჩენით, თქვენ დამოუკიდებელი კულტურის არსებობას უწყობთ ხელს!
გულახდილად რომ ვთქვათ, ამ ინიციატივით გამდიდრებას არ ვაპირებთ. ტურების განხორციელების იდეა განაპირობა იმან, რომ დამოუკიდებელი თანამედროვე კულტურის ღონისძიებებისა და კვლევის განხორციელების დაფინანსება ძალიან შეზღუდულია.
ყოველი ტურის შემოსავალი შემდეგნაირად გადანაწილდება:

-კუთვნილი ანაზღაურება გიდებს. იმედი გვაქვს, რომ ეს მათ ხელს შეუწყობს ჰქონდეთ შემოსავალი და განაგრძონ თავიანთი ინდივიდუალური სამუშაო თბილისის შესახებ.
-ამ ინიციატივის საორგანიზაციო ხარჯები.
-ყოველი ტურის ღირებულების დარჩენილი ნაწილი შეგროვდება და როდესაც გარკვეულ რაოდენობას მიაღწევს, ის გამოყენებული იქნება თბილისში ანდა მის შესახებ არსებული პროექტისათვის - უფრო დიდი პროექტის ნაწილის თანადაფინანსება, პუბლიკაციის შექმნა და ა.შ. სიახლეებს შეგატყობინებთ ხოლმე!

თქვენი გიდები:
ამ ტურებს ახორციელებენ ადამიანები, ვინც ცხოვრობენ თბილისში და შთაგონებას იღებენ მისით.
ჩვენ ვიკვლევთ თბილისის სხვადასხვა ასპექტებს და ვქმნით ან ვმონაწილეობთ ისეთ პროექტებში, რომელთაც ჩვენი აზრით, ქალაქში ცვლილებები მოაქვს. ამავდროულად, მისი ისტორიაც გვახსოვს. ჩვენ ვართ კრიტიკულები და ვაანალიზებთ პროცესებს ქალაქში. ეს ყველაფერი ჩვენი ტურების თანამგზავრია. შესაბამისად, ყოველი ტური შედარებით განსხვავებულია და მსვლელობისას იცვლება .