დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური

აღმოაჩინე თბილისის ცნობილი ბაზარი საქართველოში პირველი აუდიო ტურის თანხლებით.

დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური თბილისის ცენტრალურ ბაზარში არსებული ხმოვანი გამოცდილებაა. ის ეფუძნება იმ მიგრანტთა ისტორიებს, ვინც აქ პროდუქტების საყიდლად მოდიან. ბაზარი საჯარო სივრცეა, სადაც მთელი ქალაქი ყოველდღიურად იკრიბება იმისათვის, რომ მათი კულტურისათვის დამახასიათებელი კერძების ინგრედიენტები შეიძინონ. ბაზრის ყოველდღიური აურზაურისა და საქმის კეთების პარალელურად, ეს აუდიო ტური მსმენელს ამოგზაურებს იმ პირად მოგონებებში, რაც აქ ადამიანების მიერ კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტების ყიდვას უკავშირდება.

დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური მისი ყოველდღიური ქმედებების, შენობებისა და სახეების უკან არსებულ ისტორიებს გაამხელს.

გეოეარის მიერ შექმნილი დეზერტირების ბაზრის აუდიო ტურის ქართული და ინგლისური ვერსიების ჩამოსატვირთად მიჰყევით ინსტრუქციას:

1. თავდაპირველად MP3 ფაილი (ინგლისური ან ქართული ვერსია) გადმოწერეთ კომპიუტერში და შემდეგ, გადაიტანეთ ტელეფონში, MP3 ფლეიერში ან ტაბლეტში
2. გადმოწერეთ და/ან ამობეჭდეთ დეზერტირების ბაზრის აუდიო ტურის რუკა
3. ტელეფონით, MP3 ფლეიერით ან ტაბლეტით და ყურსასმენებით წადით კაფე კაფკასთან დეზერტირების ბაზრის მახლობლად.

დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური შექმნილია მარიკე სპლინტის მიერ გეოეართან თანამშრომლობით, ლექსო ჯანიაშვილის და CES განსაკუთრებული მხარდაჭერით. ის განხორციელდა პროექტის „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურად მხარი დაუჭირა პრინც კლაუსის ფონდმა.