Thursday, September 4, 2014

Alte Schweden გახლავთ ხელოვანთა ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წელს. ჯგუფის წევრები არიან იოაკიმ ჰანსონი (ფინეთი) და სებასტიან მიუგე (შვედეთი), ორივე გახლავთ უმეას (შვედეთის) სახვითი ხელოვნების აკადემიის მაგისტრატურის კურსდამთავრებული. Alte Schweden მუშაობს ექსპერიმენტულ ინსტალაციურ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია პოსტრევოლუციურ კონტექსტში დამსწრეთა ჩართულობისაკენ. მათ ძირითადად აინტერესებთ იმის აღმოჩენა, თუ როგორ ხდება საზოგადოებებში იდენტურობის აღდგენა/მოპოვება და მომავლის ხედვების დასახვა. ყველა პროექტისათვის ისინი სათანამშრომლოდ ირჩევენ მოწვეულ ხელოვანს.

Alte Schweden-ის ნამუშევრები ბოლო დროს გამოიფინა კალმარის ხელოვნების მუზეუმში (შვედეთი), Culture Factory Polymer-ში (ტალინი, ესტონეთი), Survival Kit-ის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე (სიგულდა/რიგა, ლატვია), ასევე, პარნუს საქალაქო გალერეაში (ესტონეთი).

გეოეარის რეზიდენციაში ყოფნის დროს, ჯგუფმა Alte Schweden-მა იმუშავა კვლევით პროექტზე ნიკოლოზ ლუტიძესთან ერთად. რეზიდენციის კვლევის შედეგები წარდგენილ იქნა CCA-თბილისში, რაც მოიცავდა მოგროვებული მასალის პრეზენტაციას და სპეციალური „თბილისის ნამცხვრის“ მომზადებას. მათი თანამშრომლობითი ნამუშევარი წარმოდგენილი იქნა კალმარის ხელოვნების მუზეუმში (შვედეთი) ჯგუფური ინსტალაციის სახით.

პროექტი განხორციელდა კალმარის ხელოვნების მუზეუმთან (Kalmar Konstmuseum) თანამშრომლობით.

რეზიდენციის პროექტის ფინანსური მხარდამჭერები: ECF STEP Beyond და Byggnads Culture Grant (administered by a Swedish construction workers union).

იოაკიმ ჰანსონი და სებასტიან მიუგე, ასევე, მადლობას უხდიან Arts Promotion Centre Finland-ს და Sparbanksstiftelsen Norr-ს პროექტის მომზადების პერიოდში გაწეული დახმარებისათვის.