Friday, December 27, 2013

„ქალთა ფონდმა საქართველოში“ და გეოეარმა, ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობით, განახორციელეს პროექტი „შეუზღუდავი შესაძლებლობები," რომლის მიზანი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში შემოსული თანხა მოხმარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების პროფესიულ განათლებასა და დასაქმებას.

ღონისძიება გაიმართა 20.12.2013 18:00-21:00
ექსპო ჯორჯია, მესამე პავილიონი, წერეთლის ქ. # 118

ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ მისამართზე:
http://unlimitedabilities.wordpress.com/

შეუზღუდავი შესაძლებლობები 

,,…გოგონა ეტლიდან თმას მჭრიდა, მაკიაჟი გამიკეთა, გამომპრანჭა... ჩვენთან ასეთს ვერ ნახავ, რაც ძალიან საწყენია. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი შემოსავლის წყარო” - ამბობს მარინა, რომელიც ეტლით გადაადგილდება. თუმცა, ამას და იმ სირთულეებს, რომლებსაც არაადაპტირებული რეალობა უქმინს, მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ყოფილიყო წარმატებული დედა, მეუღლე და მოქალაქე, რომელსაც მუდმივად სურს მუშაობა, სანაცნობო წრის გაფართოება, ახალი გამოცდილების შეძენა და გაზიარება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები ჩვენთან საუბარში ხშირად ამბობდნენ, რომ სტიგმისა და დისკრიმინაციის გამო თავს საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ და უჩინარნი არიან. მიუხედავდ ამისა, მათ ცხადია აქვთ ოცნებები, მისწრაფებები, წარმატების მიღწევის სურვილი და განხორციელების იდეები.

,,რაც უფრო მეტ რამეს ისწავლი ცხოვრებაში, მით მეტი შანსი გაქვს, რომ რაღაცას მიაღწიო და საკუთარი, სასურველი საქმე აკეთო. ასევე ძალიან საინტერესო იქნება თვითონ საქმის შესწავლის პროცესი, გასასვლელ-გამოსასვლელი მექნება, ახალ გამოცდილებას მივიღებ, შევძლებ ახალი პროფესია მქონდეს და ახალ სამსახურზე ვიფიქრო. ეს იქნება ჩემი შემოსავლის წყარო, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა” - ასე თვლის ჯუნა, პროექტის კიდევ ერთი მონაწილე.

„ქალთა ფონდი საქართველოში“ და გეოეარი დიდ მადლობას უხდიან ყველას, ვინც არ დაიშურა დრო და ენერგია პროექტში მიეღო მონაწილეობა და საკუთარი ისტორია ექცია წარმატებულ მაგალითად.

ასევე, მადლობას ვუხდით პროექტის მხარდამჭერებს და ყველა ხელოვანს, ვინც გულუხვად შემოწირა ნამუშევრები პროექტს.

მონაწილე ხელოვანები:

კაჭარავა კარლო, სულაბერიძე კოტე, ასათიანი მარიკა,აქიმიძე ლუკა, ახალკაციშვილი ტატო, ბაგრატიონი ნატო, ბატატუნაშვილი ინგა, ბატიაშვილი მაკა, ბაღდავაძე ცისანა, ბახტაძე ია, ბოჭორიშვილი თამარ, გალერეა კონტეინერი (გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე, ირა კურმაევა), გოგუაძე ანა, გრიგალაშვილი ნათელა, დარჩიაშვილი თათია, დოლიძე ანდრია, ირემაშვილი როკო, კაკაბაძე ქრისტინე,კილაძე თუთუ, კუხალაშვილი დათო, ლაფერაძე ლუიზა, ლაპიაშვილი სოფო, მასხარაშვილი გიორგი, მაჩაიძე სალომე, მეჩითოვი იურა, მინდაძე კონსტანტინე, ამაშუკელი ლევან, მინდიაშვილი ლევან, ნяნю, ოქროსცვარიძე მანუჩარ, რიგვავა სალომე, რუხაძე გიორგი, სეხნიაშვილი ნინო, სიჭინავა მარიამ, სულაკაური დარო, სუმბაძე მაია, ტაბატაძე სოფო, ფოჩხუა ლადო, ქუთათელაძე ლალი, ქუთათელაძე ყარამან, შველიძე მურთაზ, ჩუბინიშვილი ნინო (ჩუბიკა), ჭილაშვილი ნინო, ხანიაშვილი გაბრიელ, ხმიადაშვილი თამარ, ჯაფარიძე მამუკა, ჯინჭარაძე კოტე, სამხატვრო გალერეა თამარისი (ბარამიძე ედიშერ).

https://www.youtube.com/watch?v=kgQWKcqI65I

განსაკუთრებული მადლობა: რეზო კიკნაძეს, ელენე კაპანაძეს, მაკა კუკულავას, ნატა სოფრომაძეს, ელენე სულაბერიძეს და ლიკა კაჭარავას.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა რეზო კიკნაძე.

მხარდამჭერები:
ჰოლანდიური ქალთა ფონდი „მამა ქეში“
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
ექსპო ჯორჯია
Artarea/Tv2.0
კომპანია „ შატო მუხრანი “
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოში.