Saturday, March 29, 2014
ლევენტე პოლიაკი (კურატორი და ურბანული პოლიტიკის მკვლევარი) წარმოადგენს KÉK - უნგრული თანამედროვე არქიტექტურის ცენტრი (ბუდაპეშტი). მათ ინიცირებული და განხორციელებული აქვთ მრავალი ღონისძიება, კვლევითი პროგრამები, პუბლიკაციები და საერთაშორისო თანამშრომლობითი პროექტები. ორგანიზაციას აქვს დიდი გამოცდილება პროფესიონალების, ხელოვანების, კულტურის პროდიუსერების და თეორეტიკოსების ერთმენეთთან დაკავშირებასა და თანამშრობლობაში. ვაკანტურობის თემა KÉK-ისთვის დიდი ხნის კვლევის საგანია.
შარკა სვობოდოვა და იაროსლავ სედლაკი წარმოადგენენ 4AM - არქიტექტურის და მედია ფორუმი (ბრნო). 4AM წარმოადგენს ექსპერიმენტული მიდგომების და არქიტექტურასთან დაკავშირებული აქტივობების ფართო დიაპაზონის, ურბანიზმის, ურბანული სივრცეების, თანამედროვე ხელოვნების და ახალი მედიის ღია პლატფორმას. ამგვარი ინტერდისციპლინარული სამუშაო სტრუქტურის ფარგლებში და ორივე მხარის, პროფესიონალებისა და საზოგადოების ჩართულობაზე აქცენტის გაკეთებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და კრიტიკულად განიხილება მიმდინარე კულტურული და სოციალური ფენომენი, მათთან დაკავშირებული საკითხები; ეს ყოველივე ხდება ღია დისკუსიების, საერთაშორისო ვორქშოფების, ლექციების, გამოფენებისა და საჯარო სივრცეებში ღონისძიებების მეშვეობით. 
2013 წლის იანვრიდან 4AM არის KÉK-ის პროექტის VAC (Vacant Central Europe) პარტნიორი.
KÉK და 4AM, გეოეართან თანამშრობლობით გთავაზობთ პროექტს VCEE (ვაკანტური ცანტრალური და აღმოსავლეთ ევროპა), რისთვისაც თბილისში ჩატარდა ათდღიანი ვორქშოპი.
 
პროექტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვაკანტური სივრცეები არის პროექტის VAC (Vacant Central Europe / ვაკანტური ცენტრალური ევროპა) განვრცობა, რომელიც ინიცირებული იყო 2013 წელს KÉK -ის მიერ. პროექტის მიზანია, წარმოაჩინოს ვაკანტურობის პრობლემა ცარიელი უძრავი ქონების რუკების შექმნით, დაგეგმარების მეთოდების კვლევით, არქიტექტურული საშუალებების ძიებით, გამოცდილების გაზიარებით და მათში ინტერვენციების დაგეგმვის სტრატეგიებით, რაც დროებით დატვირთავს ამ ცარიელ ნაგებობებს და მიანიჭებს სხვა შესაძლო ფუნქციას. პროექტის მიზანია ეკონომიკური კრიზისის ნეგატივი და პოსტ-ინდუსტრიული რესტრუქტურიზაცია გარდაქმნას შასაძლებლობაში - პროექტის ერთ-ერთი მიზანია, დაეხმაროს არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურ საწარმოებს და ასევე, საზოგადოებრივ ჯგუფებს აღმოაჩინონ და დროებითი გამოყენებისთვის ჰქონდეთ წვდომა ამ ეტაპზე დაუკავებელ, უფუნქციო ნაგებობებზე. ამგვარი ინიციატივებისთვის სივრცეების პოვნით, პროექტი იღებს კატალიზატორის ფუნქციას, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს ითანამშრომლონ სხვა სახის ინიციატივებთან ერთად, გამოიყენონ ერთი სივრცე, გამოაჩინონ და გაიზიარონ თავიანთი ძლიერი მხარეები. პროგრამის აქტივობები მოიცავს ორგანიზაციების იდენტიფიკაციას; მათთვის შესაბამისი ცარიელი სივრცეების პოვნას და დაკავშირებას; ამ სივრეების დროებითი გამოყენებისთვის იურუდიული და კომერციული კონტრაქტების ნუმუშების განვითარებას; ორგანიზაციებისთვის კონსულტაციის გაწევას შეიმუშაონ სამოქმედო სტრატეგია;  მოახდინონ მოლაპარაკება მეპატრონეებთან; პროფესიონალური და ფართო პუბლიკის მომცველი ღონისძიებების ორგანიზებას. პროექტის მთავარი მიზანია შეიცვალოს ადგილობრივი პოლიტიკა ვაკანტურობის საკითხისადმი. ამ სივრცეების დროებითი გამოყენება ხელს შეუწყობს ამ ნაგებობების გადარჩენას სრული განადგურებისგან, რადგანაც მათი უმრავლესობა არის უფუნქციო და მიტოვებული. ხშირად არასაკმარისი ფინანსური სახსრების გამო სახელმწიფოს არ აქვს საშუალება მათ მოუაროს, რის გამოც მრავალი ასეთი შენობა იყიდება, უკეთეს შემთხვევაში იძენს კომერციულ დატვირთვას, უარეს შემთხვევაში განწირულია დასანგრევად. დროებითი გამოყენებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურ საწარმოებს, საზოგადებას და ინდივიდუალურ პირებს შეუძლიათ აამაღლონ ცნობიერება და შექმნან სხვა შესაძლებლობები და ფუნქციები გამოუყენებელი ინფრასტრუქტურებისთვის.
 
ინტერვიუ ლევენტე პოლიაკთან, შარკა სვობოდოვასთან და იაროსლავ სედლაკთან ჟურნალ კოპირაიტის მე-10 ნომერში.

ეს ვორქშოფი ხორციელდება ევროკავშირის პროექტ SPACES ფარგლებში.

პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.
პროექტის მონაწილეების რეზიდენციას ფინანსურად მხარი დაუჭირა ევროპის კულტურის ფონდმა.