Wednesday, December 16, 2009
Freedom. Sexy. თანამედროვე ხელოვნება ესტონეთიდან ჰანეს ასამეტსის, მიჰკელ ილუსის, მიჰკელ მარიპუს და ჰენრი ჰუტის მონაწილეობით (ვიდეო, პერფორმანსი, ფერწერა).
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზი

Freedom. Sexy. თანამედროვე ხელოვნება ესტონეთიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ჯგუფის „ბულიონი" და „არქიდრომის" ერთობლივი პროექტი.

მიჰკელ ილუსმა წარადგინა ხუთი დიდი ზომის ექსპრესიონისტულ-აბსტრაქტული ტილო. მიჰკელ მარიპუს ინსტალაცია შედგებოდა ჭიკარტებისგან და ფერადი დაფებისგან, რომლებიც გამოსახავდნენ პეპლებს. მაყურებლის გადაადგილების მიხედვით ნახატი იცვლებოდა და ქმნიდა საოცარ ფერთა თამაშს. ჰენრი ჰუტის უზარმაზარი ხის ყუთი მოძრავი ხმით და გამოსახულებით იბყრობდა საყოველთაო ყურადღებას. ვიდეო ნამუშევრები ასახავდნენ პრობლემებს, რომლებიც ნაცნობია არა მხოლოდ ესტონელი ახალგაზრდებისათვის, არამედ თანაბრად  გასაგები ქართულ რეალობაში. პერფორმანსი, რომელიც შეიქმნა ოთხი ხელოვანის თბილისში ყოფნის სამი დღის განმავლობაში, იცვლებოდა და ვითარდებოდა პრეზენტაციიდან პრეზენტაციამდე, მისი თემა იყო ინდივიდებს, რელიგიებს ა.შ. შორის კონფლიქტი. პერფორმანსმა კულმინაციას მიაღწია ბოლო დღეს, როდესაც მონაწილეებმა ერთმანეთის ცემა დაიწყეს. 

პროექტი განხორციელდა თბილისში ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით.