Monday, March 24, 2014
დისკუსია: „ლაგუნა ვერე" და საბჭოთა მოდერნიზმის მივიწყებული არქიტექტურული „ძეგლები"
გეოეარი და დოკომომო საქართველოს მიერ ორგანიზებული დისკუსია
24.03.2014 / კლუბი ფრონტლაინ ჯორჯია
 
ბოლო პერიოდია ჩვენ სისტემატიურად ვადევნებთ თვალს თბილისის ფუნქციურ და ესთეტიურ გაღარიბებას, ვკარგავთ ქალაქში შემორჩენილ ბოლო სარეკრეკრეაციო კერებსა და საბჭოთა პერიოდის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტებს. ამ ტენდენციას შეიძლება მალე „ლაგუნა ვერეს“ საცურაო კომპლექსიც ემსხვერპლოს. 
ბოლო ორიოდე კვირაა სოციალური ქსელებითა და მედია საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია საცურაო კომპლექსის გაყიდვის საშიშროებასა და შესაძლო რეკონსტრუქციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსის დირექცია უარყოფს შენობის გასხვისების შესაძლებლობას (http://youtu.be/Z0GC554V0zg), შენობის ბედი გაურკვეველი რჩება ფართო საზოგადოებისთვის.
„ლაგუნა ვერეს" სპორტული კომპლექსის მშენებლობა 1978 წელს დასრულდა (არქ: შ. ყავლაშვილი, რ. კიკნაძე, გ. აბულაძის მონაწილეობით / ინჟ: რ. ღუდუშაური / მხატვარი: კ. იგნატოვი). იგი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია და ერთ-ერთი ბოლო სპორტული ნაგებობაა, რომელიც ქალაქის ცენტრში დღემდე ფუნქციონირებდა. 
დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს ამ ობიექტის მნიშვნელობაზე, როგორც ქალაქისთვის და მისი მაცხოვრებლებისთვის, ასევე მის არქიტექტურულ და მხატვრულ ღირებულებაზე.
 
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: 
ლევან ასაბაშვილი (არქიტექტორი, დოკომომო საქართველოს წევრი)
ნანო ზაზანაშვილი (არქიტექტორი, დოკომომო საქართველოს წევრი)
ოლექსანდრე ბურლაკა (არქიტექტორი, ხელოვანი)
ქეთუსია იგნატოვა (მოზაიკის ავტორის ქალიშვილი)
რუბენ არევშატიანი (ხელოვანი, არტ კრიტიკოსი და დამოუკიდებელი კურატორი)
გეორგ შიოლჰამერი (კურატორი)
 
დისკუსია მოეწყო ევროკავშირის პროექტის SPACES ფარგლებში.
პროექტი ფინანსდებოდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის გზით.