Wednesday, September 24, 2014

ჰამდი რედა არის ვიზუალური ხელოვანი და კურატორი ეგვიპტიდან. ის ცხოვრობს და მუშაობს კაიროს ერთ-ერთ გარეუბანში. რედას ნამუშევრებისთვის მყარ საფუძველს წარმოადგენს მისი ექსპერიმენტები ფოტოგრაფიის ფორმით და მისი, როგორც ფერმწერის, გამოცდილება. 

რედას ნამუშევრები ეგვიპტესა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ბევრჯერ გამოფენილა, ის აღიარებულია და მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. იგი დაინტერესებულია ჩრდილო-სამხრეთული ხელოვნების დიალოგებით, რაც აისახება მის რეზიდენციებში ყოფნასა და ევროპაში გამართულ პერსონალურ გამოფენებში, ასევე, იმ ჯგუფურ გამოფენებში, რომლებშიც იგი ევროპელ და ადგილობრივ ხელოვანებთან ერთად იფინება. რედა იმედოვნებს კიდევ უფრო გააფართოვოს ეს დიალოგი, იმუშავოს უფრო მეტ ხელოვანთან ერთად, რაც მხოლოდ ვიზუალური ხელოვნებით არ შემოიფარგლება, არამედ მწერლებს, პოეტებს, რეჟისორებს და ფილოსოფოსებსაც მოიცავს. ჰამდი რედას გრძნობდა, რომ ის განსხვავდებოდა კაიროს მხატვრების ელიტური წრისგან და გადაწყვიტა შეექმნა Artellewa-ს სივრცე, როგორც მისი სახელოვნებო თავშესაფარი. Artellewa არის დამოუკიდებელი, პატარა სახელოვნებო სივრცე, რომელიც არდ ელ-ლევას, ჰამდი რედას უბნის მაცხოვრებლებს, სთავაზობს სახელოვნებო სერვისებს.

-- 

2008 წელს ჰოსამ ელოუანმა მიიღო მისი მაგისტრატურის დიპლომი კინოს სწავლის დარგში სან ფრანცისკოს უნივერსიტეტიდან, 2011 წელს კი მიიღო EAVE -ევროპული აუდიოვიზუალური მეწარმეების - დიპლომი საერთაშორისო კოპროდუქციის განხრით. ასევე, 2012 წელს მას გავლილი აქვს  პოსტ-პროდუქციის შესახებ EP2C-ს ვორქშოპი. 

2013 წელს ჰოსამ ელოუანმა დააარსა საკუთარი კომპანია Transit Films. მის პროდუქციებს შორისაა „HAWI“ 2010, ჰუბერტ ბოლსის ფონდის პოსტ პროდუქციული გრანტი და საუკეთესო არაბული ფილმი დოჰა ტრიბეკას ფილმის ფესტივალზე, „ცხელი, მშრალი ზაფხულები“ - რობერტ ბოშის პრიზი ბერლინის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე (2014). ჰოსამის ამჟამინდელ პროექტებს შორისაა ფილმები ვიზუალური ხელოვანებისა და რეჟისორების მიერ, როგორებიც არიან შერიფ ელბენდარი, ხალედ ჰაფესი, ჰალა ელკოუსიდა ამარ ალ-ბეიკი. იგი ასწავლიდა კინოს ისტორიასა და თეორიას კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში (2008-2014) და შუა აღმოსავლეთის კინოს, წმინდა მერის უნივერსიტეტში (2006). იგი იყო მიწვეული მკვლევარი UCLA-ში (2003) და UC Davis-ში (2004). 2003, 2004 და 2005 წლებში იგი არჩეული იყო ფულბრაითის სტიპენდიანტად.