Saturday, April 2, 2011
ბანუ ჯენეტოგლუ მუშაობს ფოტოგრაფიის, ინსტალაციის და ბეჭდვითი მედიის დარგში. ფსიქოლოგიაში ბაკალავრის წოდების მიღების შემდეგ, იგი სწავლობდა ფოტოგრაფიას პარიზში, 2002-2003 წლებში იმყოფებოდა რაიკსაკადემიის ხელოვანთა რეზიდენციაში, ამსტერდამი. 2006 წელს მისი ინიციატივით სტამბოლში დაარსდა BAS, სახელოვნებო-საპროექტო სივრცე, რომელიც ორიენტირებულია ხელოვანთა წიგნების და ბეჭდვითი მასალების შეგროვებასა და წარმოებაზე. მისი ბოლო დროის გამოფენების სიაშია პერსონალური გამოფენა Guilty Feet Have Got No Rhythm, ბაზელის Kunsthalle-ში; Sample Sale, გალერეა Rodeo, სტამბოლი; მანიფესტა 8 (შირი ზინთან ერთად); ვენეციის 53-ე საერთაშორისო ბიენალე, თურქეთის პავილიონი (აჰმეტ ოგუტთან ერთად); სტამბოლის მე-10 ბიენალე; ათენის 1-ლი ბიენალე. ბანუ ჯენეტოგლუ ცხოვრობს და მუშაობს სტამბოლში.
 
ფილიპინ ჰოგენი მუშაობს ფოტოგრაფიის, ვიდეოს, ინსტალაციის, ტექსტის და ბეჭდვითი მედიის დარგში. იგი სწავლობდა ჰააგის სამეფო სამხატვრო აკადემიაში და მიიღო მაგისტრის დიპლომი პიტ ზვარტისინსტიტუტში როტერდამი. 2004-2007 წლებში იგი ცხოვრობდა და მუშაობდა სტამბოლში და იყო თანაინიციატორი ხელოვანთა წიგნების სერიისა სახელად Bent. მან დააარსა Calcite Revolt -პროფესიული გაცვლის პლატფორმა ხელოვანების, კურატორებისა და თეორეტიკოსებისათვის. იგი ასწავლის წმ. იუსტის აკადემიაში, დენ ბოშში, ჰოლანდია. მისი უახლესი პუბლიკაცია „სუპერსტრუქტურა“, კაროლინ სტიკერთან თანამშრომლობით, გამოცემული იქნა დორსკი მუზეუმის, ნიუ პალცი, ნიუ-იორკი და ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მათ გამოფენასთან Inscription ერთად. ფილიპინ ჰუგენი ცხოვრობს და მუშაობს ამსტერდამში.
 
გამოფენა და დისკუსია ხელოვანთა წიგნებზე
20.04.2011 / გიორგი ლეონიძის სახ. სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი
 
ხელოვანთა წიგნები წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს წიგნის სახით. ისინი ხშირად პატარა ტირაჟით გამოიცემა და ზოგჯერ - ერთ „უნიკალურ“ ობიექტს წარმოადგენს (ვიკიპედია).
საღამოზე წარმოდგენილი იყო Bent Books-ის (წიგნების სერია თურქეთიდან) და ქართველ ხელოვანთა მიერ შექმნილი ხელოვანთა წიგნების კოლექცია, რომელიც მოიცავდა როგორც ახალ, ასევე, ძველ წიგნებს. დამატებით ნაჩვენები იყო ხელოვანთა წიგნები BAS-ის და გეოეარის/არქიდრომის კოლექციიდან.
ბანუ ჯენეტოგლუმ და ფილიპინ ჰოგენმა გააკეთეს მოკლე ისტორიულ მიმოხილვას ხელოვანთა წიგნებთან მიმართებაში, ასევე, ისაუბრეს ამ სფეროში თავიანთ გამოცდილებაზე.
 
ბანუ ჯანეტოგლუს რეზიდენცია გეოეარში მოეწყო ღია საზოგადოება საქართელოს ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის მხარდაჭერით.
ფილიპინ ჰოგენის რეზიდენციას ფინანსურად მხარი დაუჭირა ფონდმა BKVB.