რუსთავის პროექტის მხარდამჭერები:
მესტიის ღონისძიებისთვის მოწვეული სტუმარი გახლდათ ბრიტანელი ხელოვანი რიჩარდ რეინოლდსი. ღონისძიება პირდაპირ ეხმაურებოდა დანაგვიანების პრობლემატიკას და გულისხმობდა პლასტიკური ნარჩენების შემცირების არაპირდაპირ პროპაგანდას, ახალგაზრდების განათლებითა და მათ ცნობიერებაზე ზეგავლენის მცდელობით. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სვანეთის 5 სკოლიდან, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმუშავეს მესტიაში დაბინძურებული ტერიტორიების გასუფთავებაზე (ბეთქილის მიმდებარე ტერიტორია), შემდეგ კი მოეწყო ვორკშოპი ნივთების მეორადი გამოყენების შესახებ. დასასრულს კი შედგა პარტიზანული მებაღეობა/გამწვანების აქცია, სადაც აქტიურად ჩაერთო მოსახლეობა.
ბოლო დროის განმავლობაში მესტიაში ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა არამარტო დაუკარგეს ქალაქს პირვანდელი სახე და სიმწვანის განცდა, არამედ სამშენებლო ნარჩენის ბუნებაში გადაყრამ დიდი ზიანი მიაყენა მას. რიჩარდ რეინოლდსის სურვილი იყო ქალაქის სიმწვანის დაბრუნება და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად მისი გალამაზება. არაორგანული მასალის გამოყენების შემცირების მიზნით დაიგეგმა მოსწავლეებთან ერთად ნაჭრის ჩანთების შეკერვა, რათა მათ გაჩენოდათ საკუთარი ნამუშევრების მოხმარების მეტი სურვილის. ასევე, დაიგეგმა ამ ჩანთების ღონისძიების მანძილზე საჯაროდ გაყიდვა, რითაც მოხდა ახალგაზრდობის მიერ შექმნილ პროდუქტის უფრო მეტი პოპულარიზაცია.
რიჩარდ რეინოლდსი ცხრა წელია რაც პარტიზანულ გამწვანებაშია ჩართული და უკანონოდ გარდაქმნის საჯარო და ზოგჯერ კერძო მრუში ურბანული სირცეების რეალობას, საკუთარი სამეზობლოსა და მის ფარგლებს გარეთ. რიჩარდის და მისი გუნდის მიერ ინიცირებულმა ბაღის მრავალი ნაკვეთი წლების შემდეგ აყვავდა,ზოგი სხვა კი ხანმოკლე ექსპერიმენტებია, მგრძნობიარე ბუნების კანონების მიმართ. პარტიზანული გამწვანებაში აქტიურად ჩართულს, რიჩარდს აქვს საკუთარი ბლოგი, კითხულობს ლექციებს ამ თემაზე, წერს წიგნებს, აგროვებ მსოფლიო პარტიზანელი მებაღეების ნამუშევრებს. ბევრს ის უყვარს იმის გამო, რომ მათ ძლიერი სიყვარული ამოძრავებთ ზოგადად მებაღეობის მიმართ და მოწონთ რიჩარდის მოულოდნელი ინტერაქციები ურბანულ სივრცეში, ზოგიერთს მისი პროვოკაციული განცხადებები მოწონს,ზოგისთვის კი იგი უბრალოდ სახალისოა.
რიჩარდის წიგნი პარტიზანულ გამწვანებაზე სამ ენაზე ითარგმნა, მათ შორის კორეულზეც. მან შექმნა ჰორტიკულტურული ინსტალაცია ჰამპტონ კორტის ყვავილების შოუსთვის (2008) და ედინბურგის ფესტივალისთვის (2012), აგრეთვე იგი იყო ერთ-ერთი ფინალისტი კადნიდატი გარემოს ინსტიტუტის კონკურსზე (2012), სადაც მან წარადგინა პროექტი, რომელიც ურბანული მდინარის შერწყმით შექმნა.
რიჩარდი მონაწილოებდა პროექტში “გაყინული მომენტები, არქიტექტურა გვპასუხობს” თბილისში 2010 წელს, სადაც მან წვლილი შეიტანა ბუნებრივი და ხელოვნური სახის ჰორტიკულტურულ ინტევენციებში, რომელიც გზების დეპარტამენტის ყოფილი სამინისტროს შენობაზე განხორციელდა.
რიჩარდი ცხოვრობს ელეფანტ ენდ კასლში, ლონდონში თავის პარტიზან მებაღე მეუღლესთან ერთად, რომელთაც სულ მალე პატარა ქალიშვილი ზოიაც შეემატებათ.
--
პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება 2013 წლის 16 ივნისს გაიმართა. ზუგდიდში, პირველი საჯარო სკოლის ეზოში.
ღონისძიება ორგანიზებული იყო 5 მადრიდელ ხელოვანთან, Boa Mistura-სთან ერთად. იდეა გულისხმობდა, რომ ესპანელმა ხელოვანებმა ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებთან, აგრეთვე თბილისის 203-ე სკოლის სმენა და მეტყველება შეზღუდულ ბავშვებთან ერთად მოხატეს ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის კედელი.
ესპანელ ხელოვანებს უცხო ქვეყნებში ახალგაზრდობასთან ურთიერთობის და თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ. პროექტი ითვალისწინებდა ხელოვნების გამოყენებით შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების ინტეგრირებას საზოგადოებაში: კედლის მხატვრობის გაკეთებას, ამბების თხრობას და ისეთ კულტურულ აქტივობებს, როგორიცაა ფლეშ მობი, თიხით მუშაობა, სადაც მათ ჰქონდათ თავისუფალი არჩევანი ფერსა და ფორმებში, სპორტული შეჯიბრებები, სახალისო კონკურსები და სხვა სიურპრიზები.
“ბოა მისტურა” ჩამოყალიბდა მადრიდში, ესპანეთში 2011 წელს. ტერმინი “ბოა მისტურა” პორტუგალიურად კარგ მიქსტურას ნიშნავს, რაც მათი წევრების ხედვის მრავალფეროვნებას გულისხმობს. ერთად მუშაობისას კი ქმნის რაღაც განსაკუთრებულსა და გამორჩეულ ნაზავს. ჯგუფი ძირითადად საჯარო სივრცეზე მუშაობს და განხორციელებული აქვს პროექტები ესპანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ალჟირში, გერმანიაში, ნორვეგიაში და ბრაზილიაში.