Monday, March 22, 2010
სონია შიონბერგერი - გერმანელი ხელოვანი, მუშაობს ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა დარგში: ვიდეო, პერფორმანსი, მხტვრობა და ქარგვა. იგი სწავლობდა სოციალურ ანტროპოლოგიას და ფილოსოფიას ბერლინსა და ციურიხში, ვიზუალურ ხელოვნებას ამსტერდამის რიტფელდის აკადემიაში და ექსპერიმენტულ ხელოვნებას ბერლინში.
 
ნამუშევრების პრეზენტაცია
26.03.10 / გოეთეს ინსტიტუტი

სონია შიონბერგერმა წარადგინა ახალი პროექტი, რომელზეც იგი მუშაობდა თბილისში, გეოეარის რეზიდენციაში ყოფნის დროს. გარდა ამისა, მან ისაუბრა ზოგადად თავის ხელოვნებაზე, რომელშიც იგი იყენებს ახალი ამბების ფოტო მასალას, რათა ხელოვნების მეშვეობით შეცვალოს ჩვენ ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო შემოჭრილი პრესის გამოსახულებები. ქარგვით, და ამის შედეგად აღქმული გამოსახულების კონტექსტის შეცვლით, იგი ცდილობს მისცეს მაყურებელს ხელმეორედ დაკვირვების საშუალება და გაზარდოს ზოგადად ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში მედიის გამოყენების შეგნება. სონია შიონბერგერის ვიდეო ნამუშევრებში ძირითადი თემაა მხატვრის გარემომცველი სამყაროს ყოველდღიურობის და ბანალურობის გააზრება და გამოყენება. 

 
გეოეარის რეზიდენციაში ყოფნის დროს შექმნილი პროექტით What makes the life? - the inventory project სონია შონბერგერმა მონაწილეობა მიიღო 2010 წლის არტისტერიუმში “Imagine the Future’’ (წარმოიდგინე მომავალი).