Wednesday, April 21, 2010
სელდა ასალი დაიბადა იზმირში და მოღვაწეობს სტამბოლში. მან შეისწავლა მუსიკის თეორია და ვიზუალური ხელოვნება. სელდა ასალმა ჩამოაყალიბა „აპარტმენტ პროექტი" (“Apartment Project”) სტამბოლში.
2006 წლიდან სელდა ასალი მუშაობს ვიდეო და აუდიო პროექტებზე, რომელთაც იგი თინეიჯერებთან ერთად თურქეთში, გერმანიაში, დანიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ირანში, აზერბაიჯანში, თურქეთში და საქართველოში ანხორციელებს. ამ ვიდეო ნამუშევრებს სხვადასხვა სათაურები აქვთ, მაგრამ ერთი კონცეფცია აერთიანებთ: მათი მთავარი თემა ახალგაზრდების ოცნებები და სირთულეებია. ასალი ახალგაზრდებთან ვორქშოფს ატარებს, სადაც ისინი ტექსტებზე მუშაობენ, ეს ტექსები ახალგაზრდების რეალობას ასახავს, ამის შემდეგ ასალი მათ რედაქტირებას უკეთებს. შემდეგ ამ ახალი ტექსტით და მუსიკით იგი ახალ ნამუშევარს, მუსიკალურ ვიდეოს ქმნის. ხელოვანი თვითოეულ პროექტზე სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობს. 
 
თბილისში სელდა ასალი გეოეარის დაპატიჟებით 2010 წლის აპრილს ჩამოვიდა. აქ მან განაგრძო მუშაობა პროექტზე Utterances, რომელშიც სამუშაოდ თბილისელი ახალგაზრდები მოიწვია. ვირქშოფების მეშვეობით ამ ახალგაზრდებმა ასალთან ერთად ახალი ვიდეო ნამუშევარი შექმნეს, რომელიც მათ რეალობას ასახავს. ასალმა ეს პროექტი მუსიკოს ჯემ აკკანთან ერთად განახორციელა.