Sunday, June 20, 2010
ჰოლანდიელი ხელოვანები და არა-აკადემიური თავისუფალი მკვლევარები რობ ჰამელინკი და ნინკე ტერპსმა ცნობილნი არიან, როგორც პერიოდული გამოცემის Fuking Good Art-ის რედაქტორები, რომლის საწყისი იდეაა პუბლიკაცია 'ხელოვნების პოზიტიურ კრიტიკაზე' DIY (თვითნაკეთ) სტილში. იგი დაარსდა 2003 წელს და წარმოაგენს ბეჭდვით ან/და ინტერნეტ გამოცემას. პირველი გამოცემის შემდეგ, ფოკუსი გადავიდა იმაზე, თუ რა ხდება თავად ნამუშევრის და გამოფენის ირგვლივ, სახელოვნებო სივრცის მიღმა კონტექსტსა და კულტურულ პოლიტიკაზე. ყოველთვის ძალიან სპეციფიკური, ინდივიდუალური, ანეკდოტური გზისკვლევა და ძალისხმევაა საჭირო რათა გაიგო, გაიზიარო და შეუერთდე ზოგად ურთიერთგაგების კონსტრუირებას. FGA-ი ხელოვნების კვლევის კარგ ფორმად გამოდგა. FGA არის კოლექტიური ძალისხმევა: ყოველ გამოცემაზე მუშაობს სხვადასხვა ჯგუფი, ორგანულად მზარდი (და კუმშვადი) ხელოვანთა, მწერალთა და კურატორთა ქსელი, რომელთაც სხვადასხვა საფუძველი გააჩნიათ იმასთვის, რომ წერონ ხელოვნებაზე, გაუზიარონ ცოდნა, დაკვირვებები და გაახმაურონ ინსტიტუციონალური კრიტიკა. წარსულში FGA მოკლე თუ ხანგრძლივი პერიოდით ფუძნდებოდა სხვადასხვა ქალაქებში: მიუნხენში, ბერლინში, დრეზდენში, რიგაში, კოპენჰაგენში, ციურიხში, სან პაოლოში, რათა ემუშავათ FGA-ის გამოცემებზე ადგილობრივ კონტექსტზე დაყრდნობით და ყოველთვის შემოქმედთა და მწერალთა ახალ კოლექტივთან ერთად. ამ სახელოვნებო გაერთიანებების მუდმივი თანამონაწილეობრივი გამოკვლევის შედეგად FGA-ის გამოცემები ქვეყნდებოდა როგორც წიგნის, ასევე A3 ბროშურის, ხოლო ზოგჯერ პლაკატის, ინტერნეტ რადიოს, ფოტოს და ვიდეო ნამუშევრის სახით.
 
22-25 ივლისს, 2010 რობ ჰამელინკის და ნინკე ტერპსმას მონაწილეობა მიიღეს ჯოანა ვარშას გეოეართან თანამშრომლობით პროექტში: გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს.
ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის ფასადზე (პეკინის გამზ.14, თბილისი) შესაძელებელი იყო Fucking Good Art-ის ვიდეო ნამუშევრის Sharing a View („თვალთახედვა“) პირველ ვერსიის ნახვა. ნამუშევარი ფართო საზოგადოებას სთავაზობდა რამოდენიმე ხედს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროს ფანჯრებიდან.
 
პრეზენტაცია Fucking Good Art: თბილისი მუზეუმების რემონტების და გარე ვაჭრობის აღკვეთის დროში
27.09.10 / ნიუ არტ კაფე
მათი კავკასიაში 3-თვიანი სტუმრობის დასასრულს რობ ჰამელინკმა და ნინკე ტერპსმამ გამართეს შემაჯამებელი პრეზენტაცია.
 
Fucking Good Art-ის რეზიდენციაში სტუმრობის მხარდამჭერი იყო ფონდი BKVB (ვიზუალური ხელოვნების, დიზაინის და არქიტექტურის ნიდერლანდების ფონდი)