Saturday, December 6, 2014

რიჩარდ ბაქსტორმი არის ედინბურგის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის ლექტორი. ის არის ავტორი წიგნისა - Houses in Motion: The Experience of Place and the Problem of Belief in Urban Malaysia(Stanford University Press 2008). ასევე, ტოდ მეიერსთან ერთად ის გახლავთ თანარედაქტორი პუბლიკაციისა anthropologies (Creative Capitalism 2008), რომელიც შეეხება ხელოვნებისა და ანთროპოლოგიის კავშირით მიღებულ შედეგებს. როგორც ბალტიმორში არსებული სახელოვნებო კოლექტივის Creative Capitalism-ის წევრს (2005 წლიდან / დაარსებიდან), რიჩარდს მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში აშშ-ში, ნიდერლანდებსა და მალაიზიაში, ასევე, ის მუშაობდა სხვადასხვა დამოუკიდებელ ფილმებზე და იბეჭდება ისეთ ჟურნალებსა და პერიოდულ გამოცემებში, როგორებიცაა: Esse: arts + opinions, Parachute: revue d’art contemporain, Rue Descartes, and Off the Edge. მისი ბოლო დროის წიგნი (ტოდ მეიერსთან ერთად), Realizing the Witch: Science, Cinema, and the Mastery of the Invisible გამოიცემა 2015 წელს Fordham University Press-ის მიერ.

გეოეარმა, რიჩარდ ბაქსტრომთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი და ვორქშოპი „ყოველდღიურობის რითმი: თბილისელი მიგრანტების ისტორიები."

არსებობს თუ არა საზღვარი სამეცნიერო და სახელოვნებო ნამუშევრებს შორის? სად და როგორ იკვეთებიან ისინი? რა კავშირია თანამედროვე ხელოვნებასა და ანთროპოლოგიას შორის? როგორ შეიძლება დავუკავშირდეთ ურბანული გარემოს ყოველდღიურობას, შესაბამის სოციალურ საკითხებს და მოვახდინოთ ამ ცოდნით ვიზუალური ენით გადმოცემა?

ეს პროექტის საწყისი კითხვები იყო. ინტერდისციპლინარული პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს ვორქშოპი შეიქმნა პროექტ „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები“-ს ფარგლებში. ვორქშოპის თემა შეეხებოდა თბილისის ურბანულ გარემოს, აქ მცხოვრებ „ახალ“ მიგრანტებს და ქალაქის შესაბამის რითმს, რიტუალებსა და ყოველდღიურობას. ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოღვაწე ხელოვანებმა და მკვლევარებმა. ორკვირიანი ინტენსიური სამუშაო მოიცავდა საკითხავ მასალას, თეორიულ დისკუსიებს, ფილმების ჩვენებებსა და განხილვებს, ასევე, საეველე სამუშაოს, ერთმანეთის სამუშაო პროცესის შეფასებასა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნას, რაც საბოლოო ნამუშევრას შეადგენს - ყოველდღიურობის რითმი: თბილისელი მიგრანტების ისტორიები

2014 წლის 23 დეკემბერს ვარდების რევოლუციის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში გაიმართა ფილმის პირველი საჯარო ჩვენება.

რეზიდენცია იყო ნაწილი პროექტისა „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები,“ რომელიც განხორციელდა პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

რიჩარდ ბაქსტრომის რეზიდენციის ფინანსური მხარდამჭერი: CEC ArtsLink, Global Art Lab პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს Kettering Family Foundation.