Monday, April 2, 2007

ჰოლანდიელი ხელოვანი ონო დირკერი დაინტერესებულია „წნეხის ქვეშ არსებული მდგომარეობით“ და პოზიციით, რომელსაც ხელოვნება იკავებს ამ მდგომარებაში. ზოგიერთი თემა და მეთოდოლოგია, რომლითაც იგი მუშაობას არის: ურბანული დიზაინის სოციოლოგია, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა, ადამიანის რუტინა, სამეზობლოების კულტურის და ურბანული ანალიზი ხელოვნების კუთხით. მისი ნამუშევრები და შრომის სტილი ენთუზიაზმით სავსე და შთამაგონებელია, რაც აისახება მის წარმატებულ პროექტებში. 

გეოეარის რეზიდენციაში ყოფნის დროს ონო დირკერი რამდენიმე ადგილობრივ ხელოვანთან ერთად მუშაობდა თბილისის კულტურის გზამკვლევის შექმნაზე.