Friday, November 5, 2010
ნიკოლას პერეტი და სედრიკ ანგლარეტი რეზიდენციაში ყოფნის პერიოდში მუშაობდნენ პროექტზე სვანეთის ხმოვანი პეიზაჟები (სამუშაო სათაური). 
 
პროექტი ეხება სვანეთის ხმოვან პეიზაჟებს და მის ბგერით (ხმოვან) მახსოვრობას. როგორც ექო 1930-იანი წლების მიხეილ კალატოზიშვილის მიერ გადაღებული მუნჯი დოკუმენტური ფილმისა „ჯიმ შვანთე“ (მარილი სვანეთს)”, 80 წლის შემდეგ ნიკოლას პერეტის და სედრიკ ანგლარეტის პროექტი განიხილავს სვანეთის რეგიონის ხმოვან პეიზაჟს. პროექტი განხორციელდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე შეგროვდება ხმები, დღევანდელი სვანეთის ბუნების და ადგილობრივ მოსახლეთა საქმიანობის ხმათა დოკუმენტაცია. მეორე ნაწილი იქნება სერია დოკუმენტურ და ხმოვანი ნაწარმოებებისა, რომლებიც შედგება შეგროვილი მასალის და ადგილობრივ ხელოვანებთან და მუსიკოსებთან თანამშრომლობის საფუძველზე. ამ ხმოვანი ნაწარმოებების შედეგად მოეწყობა აუდიო კონცერტების სერია და რადიო გადაცემები ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. 
 
 
პროექტის მხარდამჭერი: European Cultural Foundation (ECF) Open Society Institute (OSI) თანამშრომლობითი პროგრამა STEP beyond Travel grants.