Tuesday, January 13, 2015

ნატალია პერშინა-იაკიმანსკაია (გლუკლია) დაიბადა ლენინგრადში, ცხოვრობს და მუშაობს სანქტ-პეტერბურგსა და ამსტერდამში. მუხინას ხელოვნების და დიზაინის აკადემიის დამთავრების შემდეგ ოლგა ეგოროვასთან (ცაპლია) ერთად, იგი გახდა სახელოვნებო კოლექტივის „ნაპოვნი სამოსის ქარხნის“ თანადამაარსებელი. „ფაქიზის“ (ურთიერთობა შიდა და გარეს, პირადულსა და საჯაროს შორის) კონცეფციის საილუსტრაციოდ, ისინი იყენებენ ინსტალაციას, პერფორმანს, ვიდეოს, ტექსტს და ‘სოციალურ კვლევას’. 2002 წელს მათ დაწერეს მანიფესტი: „ხელოვანის ადგილი უძლურთა გვერდითაა.“ „ნაპოვნი სამოსის ქარხანა“ კოლექტიურად მუშაობდა 10 წლის განმავლობაში და 2012  წელს გლუკლია გახდა ჯგუფის ლიდერი. 2003 წლიდან გლუკლია არის ჯგუფის „შტო დელატ“ აქტიური წევრი.

თავის პროექტებში გლუკლია ხშირად იყენებს ტანსაცმელს, როგორც ხელოვნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის კავშირის დასამყარებელ იარაღს. მისი გმირების პერსონალური ისტორიების ხელმოსაკიდად იგი აანალიზებს ურთიერთობას პირადსა და საჯაროს შორის, სააშკარაოზე გამოაქვს ადამიანის შიდა სამყაროსა და პოლიტიკურ სისტემას შორის კონფლიქტი (პერფორმანსი „დებატები უთანხმოებაზე: როდესაც პირადი ხდება საჯარო“ როგორც 2014 წლის მანიფესტა 10-ის საჯარო პროგრამა.) 

მის პროექტში „უმუშევრობის უტოპიური კავშირი“ (2012) გლუკლია აღმოაჩენს საზღვრებს შიდა სამყაროსა და სოციალურ სტრუქტურებს შორის, ამხელს კაცობრიობის სიფაქიზეს და პიროვნების მოწყვლადობას. იგი ქმნის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების შეხვედრის სიტუაციებს - არალეგალური მიგრანტები და ბალეტის მოცეკვავეები, პენსიონერები და სტუდენტები, რომელთაც ჩვეულ ცხოვრებაში არ ექნებოდათ გადაკვეთის წერტილი. „უმუშევრობის უტოპიური კავშირში“ იგი აქეზებს თვით-ორგანიზების პროცესებს და სწავლობს სხვადასხვა უმცირესობების და მარგინალური ჯგუფების შესაძლებლობებს.

გლუკლიას ნამუშევრები ნაჩვენები იყო VOLTA8, ბაზელი (2012); MUMOK, ვენა (2012); Staatliche Kunsthalle Baden Baden (2011); Shedhalle, ციურიხი (2011); SMART Project Space,ამსტერდამი (2011); Museo Reina Sofia, მადრიდი (2011); Kunsthalle, ვენა (2011); ICA,ლონდონი (2010); National Center for Contemporary Art, მოსკოვი (2006); პერსონალური გამოფენა Wings of migrants, Gallery Akinci, ამსტერდამი (2012); პერსონალური გამოფენა Utopian Unions, MOMMA, მოსკოვი (2013).

ამჟამად გლუკლია არის იოსიფ ბროდსკის მემორიალური ფონდის ვიზუალური ხელოვნების განხრის სტიპენდიატი, რომლის საშუალებითაც მას შეუძლია გაატაროს 3 თვე ვენეციასა და რომში. ვენეციაში იგი მუშაობს ახალ ადგილსპეციფიკურ პროექტზე - „გონდოლიერების იდეალური საზოგადოება.“

გეოეარში გლუკლიას რეზიდენციის ფინანსური მხარდამჭერები: CEC ArtsLink და the Black Sea Trust for Regional Cooperation.