Tuesday, April 28, 2009
ნამუშევრების პრეზენტაცია, აბრეშუმის მუზეუმი
 
სოფო ტაბატაძე, დაიბადა 1977 წელს თბილისში, ცხოვრობს და მოღვაწერობს ბერლინში, გერმანია. თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამთაბრების შემდეგ იგი სწავლობდა გერიტ რიტფელდის აკადემიაში, ამსტერდამში, ჰოლანდია. 
სოფო ტაბატაძის ნამუშევრები არ არის დაკავშირებული ერთ კონკრეტულ ადგილს, იქნება ეს მის სამშობლოში საქართველოში თუ სხვაგან, არამედ რელევანტურია ყველგან. ადამიანური მდგომარეობა გლობალურ სოფელში, დაყვანილი ორნამენტულ მოტივებამდე, ასახული არქიტექტურულ ინოვაციებში, ნაქარგი ნამუშევრები და წამოსროლილი ფრაზები ეხება ნებისმიერს. ნამუშევრით 'Humancon Undercon’ სოფო ტაბატაძე მონაწილეობდა ქართულ პავილიონში 2007 წლის ვენეციის ბიენალეზე, სადაც მისი ნამუშევრის ფოკუსი იყო სახლი, და არქიტექტურასა და ინდივიდს შორის ურთიერთობა.