Wednesday, October 5, 2011
მარტინე ნედამი თავის ხელოვნებაში იყენებს „სიტყვას,“ როგორც დაუმუშავებელ მასალას. მისი საყვარელი მიმარულება სიტყვიერი ქმედებები და საზოგადო სივრცეში განთავსებული სიტყვებია. 1988 წ-დან იგი ფენს ტექსტებს როგორც ობიექტებს (ბანერებს, პლაკატებს, ჩრდილებს კედელზე) მუზეუმებსა და გელერეებში. მას ასევე განხორციელებული აქვს მრავალი დიდი შეკვეთა საჯარო სივრცეში ევროპის სხვადასვხა ქვეყანაში: ნიდერლანდები, საფრანგეთი, დიდ ბრიტანეთი. მარტინე ნედამი ასევე არის პროფესორი ვიზუალური ხელოვნების განხრით რიტფელდის აკადემიაში, ამსტერდამში, სადაც იგი 1994 წლიდან ცხოვრობს. მას რეგულარულად იწვევენ UQAM-ში (კვებეკის უნივერტიტეტში) მონრეალში პროფესორად. 2008 წელს მან ჩაატარა სამაგისტრო პროგრამის სპეციალური კურსი ვირტუალური პერსონაჟების შესახებ. 1996 წ-დან იგი ქმნის ინტერნეტ ვირტუალურ პერსონაჟებს, რომელებიც დამოუკიდებელ სახელოვნებო არსებობას ეწევიან. ამ ვირტუალური პერსონაჟების მიღმა რეალური ავტორი არ ჩანს.
  • მუჩეტე შექმნა 1996 წ-ს, და მისი ვებ გვერდი დღემდე მომქმედია. ეს არის 13 წლის გოგო, რომელიც მხოლოდ ონლაინ გამოფენს თავისი ბნელი წარმოგდენების ფანტაზიას. იგი მუდმივად იწვევს მომხმარებელს მონაწილეობისთვის და პასუხობს თავის ვებ აუდიენციას. მას შემდეგ რაც მუჩეტე კულტ ფიგურა გახდა, მარტინემ მისი მეგობრებისთვის ონლაინ ქსელი შექმნა [http://mouchette.net]
  • დევიდ სტილი 2001 წელს შეიქმნა. იგი მომხმარებელს საკუთარ იდენტობას და იმეილს თავაზობს, რითიც ყველა ვებსერფერს შეუძლია ისარგებლოს.
  • ხიაო ქიან შეიქმნა 2006წ-ს. ეს არის ჩინელი ხელოვანი რომელიც ვირტუალურ პერსონაჟებს ქმნის  [http://turbulence.org/Works/XiaoQian/].
ახლახანს მარტინემ განავითარა ახალი ონლაინ პროგრამა, რომელიც ვირტუალური პერსონაჟის შექმნის საშუალებას იძლევა  [http://virtualperson.net]. ამასთან დაკავშირებით მან ჩაატარა ბევრი ვორქშოფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: მონრეალი, კანადა; შანჰაი, ჩინეთი; არუბა, ნიდერლანდების ანტილებში და ა.შ.
 
ხელოვნური მხატვრები
ვორ„შოფები - 19, 23.10. 2011 / გეოეარის რეზიდენცია
 
პროექტში მარტინეს სურვილი ჰქონდა რეაქცია გაეკეთებინა ქართულ სიტუაციაზე, საიდანაც ყველა ახალგაზრდა მხატვარს საზღვარგარეთ წასვლა უნდა. მხატვრები მიდიან, მარტინეს კი სურდა ჯგუფური მუშაობის შედეგად შეექმნა ახალი, ვირტუალური მხატვრები გეოეარის არქივში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. გეოეარის რეზიდენციაში მარტინე ნედამის პირველი ნაბიჯი იყო ადგილობრივ სახელოვნებო სივრცეში მომუშავე ხალხთან დაკავშირება, ესენი იყვნენ მხატვრები, სტუდენტები, ხელოვნების მოყვარულები, ასევე, ინტერნეტ კომუნები, ბლოგერები და სოციალურ მედიაში მომუშავე ადამიანები. დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ამ პროექტისთვის მატრინეს გაკეთებული ინტერფეისი გამოყენება. http://virtualperson.net არის ვებ გვერდი, რომელიც მან 4 წლის წინ შექმნა. ამ ონლაინ მექანიზმის მეშვეობით შეიძლება შეგროვდეს ტექსტები და სურათები რათა შეიქმნას ვირტუალური პერსონაჟი (virtual character). ეს ადვილად გამოსაყენებელი ინტერფეისი მისაწვდომია ყველასთვის, ვინც კომპიურეთან თავისუფლად მუშაობს. მარტინე ნედამმა ჩაატარა რამდენიმე ჯგუფური ვორქშოფი, რომელთა მეშვეობით მისი სურვილი იყო რეალური ცხოვრების და სახელოვნებო საზოგადოების დაკავშირება. შეკრებილ ჯგუფთან ერთად მას ასევე სურდა იდეების განვითარებაზე მუშაობა, რაც ვირტუალური პერსონაჟების შესაქმნელად იქნება საჭირო. ჯგუფთან ერთად სურდა შეექმნა „ახალი მხატვრები“, ან „განსხვავებული მხატვრები,“ „დავიწყებული მხატვრები,“ „მომავლის მხატვრები,“ „უარყოფილი მხატვრები“ და ა.შ. მათი ბიოგრაფიები, მათი ნამუშევრები, მათი წარმატება, წარუმატებლობა და ყველაფერი იმის შექმნა, რაც კი შეგვიძლია მხარტვართან დაკავშირებით წარმოვიდგინოთ. პროექტის შედეგი არის ინტერნეტ ინტერფეისი, რომელიც წარმოადგენს ხელოვნურად შექმნილ მხატვრებს (საქართველოდან).
 
მარტინე ნედამის რეზიდენციას ხელი შეუწყო ფონდმა BKVB.