Wednesday, February 25, 2015

მარიუს ლანდი (ვითენი, 1989) ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინსა და ლაიფციგში. პოტსდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, პროფ. ვიბკე ლოეპერის კლასში ის სწავლობდა გრაფიკულ დიზაინსა და ფოტოგრაფიას. 2013 წლიდან, ის გახდა ფოტოგრაფ ტობიას ციელონის თანაშემწე. 2014 წელს მან სამაგისტრო სწავლა განაგრძო ლაიფციგის ვიზუალური ხელოვნების აკადემიაში, პროფ. თინა ბარას ფოტოგრაფიის კლასში. ასევე, ის მუშაობს როგორც დამოუკიდებელი ფოტოგრაფი და დიზაინერი.

2011 წელს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შემდეგ, მან დამოუკიდებლად გამოსცა თავისი პირველი სახელოვნებო წიგნი "T R E I B E N" (2013) რომელმაც 2014 წელს აიღო გერმანიის ახალგაზრდული ფოტოგრაფიის ჯილდო. საბაკალავრო ნამუშევრისათვის მან იმუშავა რურში (გერმანია), რათა ვიზუალურად წარმოედგინა ამ მხარის მდგომარეობა. მისი საბოლოო სამუშევარი, "Ruhrgebiet   1" გახდა რამდენიმე გამოფენის ნაწილი, სადაც საუბრებისა და დისკუსიების საშუალებით ვიზიტორთა ჩართულობა იყო გამიზნული.

თავის დოკუმენტალურ მიდგომაში, მარიუს ლანდი ყოველთვის ცდილობს დატოვოს სივრცე მნახველთათვის, რათა მათ მოახდინონ ადგილის შესახებ საკუთარი წარმოდგენის შექმნა. ადგილის ესთეტიკისა თუ არსის ძიებაში, ის აკავშირებს დოკუმენტურ სურათებს, სიმბოლურ ფრაგმენტებსა და ზედაპირებს. მისი მოღვაწეობა უკავშირდება მოცემულ დროსა და გარემოს. ის, ასევე, ქმნის ზინებს სახელწოდებით "Arbeitshefte," რომელიც მიზნად ისახავს სამყაროს თანამედროვე ესთეტიკის შესახებ ძიებას და ამავდროულად, წარმოადგენს მიმდინარე პირად მეხსიერებას. მას სჯერა, რომ ფოტოგრაფიის მიზანია ხილვადის საზღვართან მისვლა და მისი გაზრდა.

მორიც ფროიდენბერგი (დრეზდენი, 1987) ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში. 2007-2008 წლებში, ლაიფციგის ვიზუალური ხელოვნების აკადემიაში მან ორი სემესტრის მანძილზე, ბენ რინერის მასტერკლასზე ისწავლა ფოტოგრაფია. ამჯერად, ის ასრულებს ფოტოგრაფიისა და გრაფიკული დიზაინის პროგრამას პოტსდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, პროფ. ვიბკე ლოეპერის კლასში.

მუსიკის, საგამომცემლო და მოდის სფეროებში, ის მუშაობს როგორც ფოტოგრაფი, დიზაინერი და ოპერატორი. თავის ნამუშევრებში მას აინტერესებს სხვადასხვა ვიზუალური დისციპლინის გაერთიანება და ციფრული მოდიფიკაცია.

2014 წელს მან დამოუკიდებლად გამოსცა თავისი პირველი წიგნი „PALMA,“ სადაც გადმოსცა საკუთარი ცხოვრების ფრაგმენტული აღწერა. ასევე, ამ ნამუშევრის ნაწილი მან 2012 წელს საქართველოში მოგზაურობისას შექმნა.

2011 წელს მაროკოში, რაბატის გოეთეს ინსტიტუტში ის უძღვებოდა ფოტოგრაფიის ვორქშოპს, სადაც განიხილებოდა გერმანული ენის მოსწავლე ახალგზარდა მაროკოელების პირადი გარემო და მდგომარეობა.

-- 

მარიუს ლანდისა და მორიც ფროიდენბერგის გეოეართან თანამშრომლობით გამოიცა ზინი - დიდი. ეს არის შედეგი მარიუსის და მორიცის მეირ ჩატარებული ერთთვიანი ვორკშოპისა, რომლის მიზანი იყო ფოტოგრაფიის და ნაპოვნი მასალის გზით თბილისისთვის სახასიათო ადგილების კვლევა. დიდი-სთვის მუშაობდნენ თამარა ბოკუჩავა, მარიუს ლანდი, ლადო ლომიტაშვილი, თიკა ნადარეიშვილი, მარუსია ფერი, მორიც ფროიდენბერგი, ქეთა ღვინეფაძე, ლიკა ჯალაღანია, ანა ჯიქია, გვანცა ჯიშკარიანი.

პროექტი DIDI

რეზიდენციისა და პროექტის ფინანსური მხარდამჭერები: ECF STEP Beyond და DAAD.