Sunday, June 12, 2011
თავის მრავალფეროვან ნამუშევრებში, მარიოლაინ დაიკმანი ხშირად ეხება თემას, თუ როგორ უნდა აღიქვა და მიიღო გამოცდილება ჩვენი გარემოდან: კონვენციები და კატეგორიები, რომლებიც საფუძვლად უდევს სამყაროს გააზრებას, ან გაუაზრებლობას. მარიოლაინ დაიკმანის ნამუშევრები მრავალმხრივია, დაწყებული ფოტოგრაფიის არქივიდან და ფილმიდან, დამთავრებული პეიზაჟის ინტერვენციამდე და გამოფენების ორგანიზებასა და ექსპერიმენტულ რეზიდენციებამდე. დაიკმანი ასევე დაინტერესებულია ფუტუროლოგიით, საზოგადოებრივი სივრცით, ცოდნის ორგანიზებით, კარტოგრაფიით, უტოპიური არქიტექტურით და გარემოს დაცვით. 2001 წელს მარიოლაინ დაიკმანმა დაამთავრა თავისუფალი მედია ფაკულტეტი რიტფელდის აკადემიაში (ამსტერდამი). 2003 წელს - სამაგისტრო პიტ სვარტ ინსტიტუტში (Piet Zwart Institute, როტერდამი). ამის შემდეგ 2008 წლამდე ორი წელი იყო მკვლევარი იან ვან აიკის აკადემიაიში (Jan van Eyck Academy, მაასტრიხტი). 2009 წლიდან კი ასწავლის ნატიფი ხელოვნების ფაკულტეტზე წმ. იუსტის აკადემიში (MFA AKV St. Joost).
 
მაარტენ ვანდენ ეინდე მუშაობს როტერდამში (ნიდერლანდები), ბრუსელში (ბელგია) და სან მიჰელში (საფრანგეთი). მაარტენ ვანდენ ეინდემ თავი მიუძღვნა ცხოვრების წარსულისა და მომავლის საიდუმლოებათა შესწავლას, გენეოლოგიაში ჩაღრმვებითდა თვით-გამოგონილი „პირველი ნივთის მეცნიერების“ გამოყენებითმან დაამთავრა თავისუფალი მედიის ფაკულტეტი გერიტ რიტფელდის აკადემიაში (ამსტერდამი). ამერიკაში, the Mountain School of Arts in Los Angeles-ში ერთწლიანი სწავლის კურსის და გენტის, ბელგია უმაღლეს სამხატვრო სკოლაში (the Higher Institute of Fine Arts in Ghent) ორწლიანი კურსის შემდეგ მოიპოვა მაგისტრის წოდება. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო სახვადასხვა დამოუკიდებელ სახელოვნებო სივრცეებში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრებსა და მუზეუმებში. 2005 წელს, მარიოლაინ დაიკმანთან ერთად მან დააარსა ორგანიზაცია Enough Room for Space, რომელიც არის მობილური პლატფორმა დროის სპეციფიკური პროექტებისთვის. 2008 წლიდან თანამშრომლობს Generali Group Strategic Leadership Programmes-ში როგორც აქტიური შუამავალი, კონსულტანტი და Think Tank-ის მონაწილე შესაძლებელი მომავლის სცენარის შექმნაში.
 
მარიოლაინ დაიკმანის და მაარტენ ვანდენ ეინდეს რეზიდენციას ხელი შუეწყო ფონდმა BKVB.