Friday, November 18, 2016

მარიკე სპლინტი არის ლოს-ანჯელესში მოღვაწე ჰოლანდიელი რეჟისორი, რომლის ინტერესიც ეხება ადგილის სპეციფიკურ თეატრს. ამჟამად, ის გახლავთ UCLA-ს თეატრის ფაკულტეტის თანამშრომელი.

ძირითადად, ის ნამუშევრებს თეატრის გარეთ და საზოგადოებრივ სივრცეებში ქმნის. მიკუთვნებულობის თემით დაინტერესებული, საკუთარ ნამუშევრებში მარიკე იკვლევს ადამიანების, ადგილებისა და იდენტობის კავშირს. მას შექმნილი აქვს ნამუშევრები ისეთ ადგილებში, როგორებიცაა მიმავალი ავტობუსი, მდელოები, ტაქსი, მატარებლის სადგურები და სასტუმროს ოთახები.

მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ფესტივალებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა შორის ბოლო დროინდელია: Urbane Kunste Ruhr (გერმანია), Oerol Festival (ნიდერლანდები), გეოეარი (საქართველო), Anciens Abattoirs de Casablanca (მოროკო) და Live Arts Exchange Festival (აშშ). ასევე, მარიკე გახლდათ ამსტერდამში, Winters Binnen 2014 წლის ფესტივალის კურატორი. ბისი ბოლო დროის თანამშრომლობითი პროექტებია - Trucks Track Ruhr -ისთვის Rimini Protokoll-თან თანამშრომლობით შექმნილი აუდიო სპექტაკლი; TG Space-თან თანამშრომლობით შექმნილი კვლევა და ტექსტი მობილური აპლიკაციისთვის Remember the Good Times.

ამსტერდამის უნივერსიტეტში მან მიიღო ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო რეჟისორის მაგისტრის ხარისხი - კოლუმბიის უნივერსიტეტში. მის მიერ მიღებულ სტიპენდიებს შორისაა Fulbright Scholarship და Columbia University Merit Fellowship. 

გეოეარის რეზიდენციაში ყოფნის დროს, ის მონაწილეობას მიიღებს ჩვენს მიმდინარე პროექტში „თბილისის ალტერნატიული გზამკვლევი”.

რეზიდენციის პროექტის ფინანსური მხარდამჭერია UCLA Faculty Research Grant Program.