Thursday, July 7, 2016

ხელოვნებათმცოდნე და კურატორი ლენა პრენცი მუშაობს ბერლინში, მინსკსა და ვილნიუსში. მისი კვლევითი ინტერესებია სოციო-პოლიტიკური დისკურსის მქონე საგამოფენო და სახელოვნებო პრაქტიკების ურთიერთკავშირი, მეორე მსოფლიოს ომის შემდგომი აღმოსავლეთ ევროპის ხელოვნების ისტორია და სოციალისტური მოდერნისტული არქიტექტურა. ცოტა ხნის წინ, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში Ў (მინსკი), მისი კურატორობით წარდგენილ იქნა ანთიე ემანის და ჰარუნ ფაროკის პროექტი Labour in a Single Shot. ამჟამად, ის ამზადებს ბელარუსის თანამედროვე ხელოვნების გამოფენას გალერეაში „არსენალი“ (ბიალისტოკი). ასევე, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (ბერლინი), ის მუშაობს სადოქტორო თემაზე - სოციალისტური მოდერნისტული არქიტექტურა თანამედროვე ხელოვნებაში. ამჟამად, ლენა პრენცი იკვლევს საბჭოთა კავშირში არქიტექტურის, იდეოლოგიის და ჭადრაკის ურთიერთკავშირს, რაც ნაწილობრივ წარმოდგენილი იყო გამოფენაზე „8x8. განუხორციელებელი მომავალი“.

ლენა პრენცის კვლევა საქართველოში დაფინანსებულია გოეთეს ინსტიტუტის მიერ.

ფოტო: ანრეი დურეიკა