Tuesday, January 20, 2009
'The Art of Returning Home'
ნამუშევრების პრეზენტაცია და გამოფენა არსის საგამოფენო დარბაზში
 
ლადო ფოჩხუა დაიბადა სოხუმში, ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ ორკში. იგი ძირითადად მუშაობს მხატვრობის დარგში, ნამუშევრების საფუძვლად ხშირად იყებენს პირად საოჯახო ალბომებს ან ფოტოებს მეგობრების არქივიდან, ძველმანების ბაზრობიდან, ბუკინისტებისგან და ანტიკვარებით მოვაჭრეებისგან. ამ ფოტოებმა დრამატული გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებაზე. ლადო ფოჩხუასათვის მე-20 საუკუნის პირადი ფოტოები გამოირჩევა თემათა საოცარი მსგავსებით. თავისი ნამუშევრებით იგი ქმნის წლების, ეროვნებების და ომების პარალელურად არსებული კოლექტიური სივრცის ჩანაწერს. მისი მოტივაცია არის ერთის მხრივ სურვილი, რომ ანონიმურ ფოტოებს მიანიჭოს მეორე სიცოცხლე, მეორეს მხრივ კი არც თუ ისე შორი წარსულის ხელობის მომავლის პროეცირება.
 
ინტერვიუ ლადო ფოჩხუასთან