Friday, January 14, 2011
საუბარი ხელოვანთან
14.01.2011 / ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო"
 
ქართველი ხელოვანი ლადო დარახველიძე (დაიბადა 1977 ქუთაისში, საქართველო) თავის ნამუშევრებში განიხილავს სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებს და გამოხატავს მათ პირად თხრობის საფუძველზე. მის ადრეულ ნამუშევრებში იგი შეუმჩნევლად (ოსტატურად) და პოეტურად ასახავდა ნაციონალური სიმბოლოების გარდასახვას და ჩანაცვლებას პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, რაც სცილდება პოლიტიკურს და გადადის მითოლოგიის, ისტორიის და თხრობის საზღვრებში. ლადო დარახველიძის ნამუშევრები წარდგენილი იყო სტამბული ბიენალეზე „რა აცოცხლებს კაცობრიობას“ (’What keeps mankind alive’) 2009 წელს და კუვეს ბიენალეზე, ლინცში, ავსტრია, 2010 წელს.
 
ბოლო დროს ლადო დარახველიძე მუშაობს პროქტზე „მუზეუმი სატალევიზიო სადგური” (Museum TV Station). ტერმინი „მუზეუმი სატალევიზიო სადგური” (MTVS) უკავშირდება სახელოვნებო აქტივობებს მუზეუმებში, ბიენალეებზე და მსგავს სახელოვნებო ღონისძიებებს, რომლებშიც ხელოვნების ნიმუში და კურატორული ღონისძიება ეხმაურება აქტუალურ პოლიტიკურ და მასთან დაკავშირებულ პოზიციებს. ასეთი სახის კულტურული ღონისძიების დროს დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება ისეთი ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივ არ განიხილება მასმედიის მხრიდან. “მუზეუმი სატალევიზიო სადგურის” შემთხვევაში, ორივე ხელოვანიც და კურატორიც ახდენენ მუზეუმის ან ბიენალეს ტრანსფორმირებას იმაში, რასაც შეიძლება ეწოდოს ღია წყაროს ინფორმაციის სადგური.
 
„მუზეუმი სატალევიზიო სადგურის” სხვადასხვა კულტურულ გარემოცვაში განხორციელებით, იგი ხდება ალტერნატივა კონვენციური საინფორმაციო სადგურებისა. იდეის საწყისი იყო თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრების პუბლიკაციის გამოქვეყნება, რომლებიც მოიაზრებიან, როგორც ხელოვანი-ჟურნალისტები. MTVS –ის პირველი გამოჩენა იყო ინსტალაცია ბერლინის კროიცბერგის ბიენალეზე გერმანიაში (ივნისი-აგვისტო, 2010 წ.), შემდეგ ნაჩვენები იყო ‘State of ArtEZ‘ –ში არნჰემში, ჰოლანდია (ნოემბერი, 2010 წ.) დაPS2 Squared ბელფასტში, ირლანდია (დეკემბერი, 2010 წ.)