Tuesday, July 22, 2014

კრისტინა სემიონოვა და ოლგა ვასტრეცოვა ლაიფციგში (გერმანია) მოღვაწე კურატორები არიან. ორივე მათგანი ვიზუალური ხელოვნების აკადემიაში (Academy of Visual Arts) სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს საკურატორო საქმეს.

ოგლა ვასტრეცოვა მუშაობდა GfZk-ში (Gallery for Contemporary Art) სტიპენდიით, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდა კურატორებისთვის აღმოსავლეთ ევროპიდან. იგი იყო კურატორი გამოფენებისა Drawing protest (GfZk), RESPECT. International Comics (ფესტივალი KomMissia, მოსკოვი), The Subjective Object – (Re) Appropriating Anthropological Images (GRASSI, ლაიფციგი).

2012 წლიდან კრისტინა სემიონოვა არის Spinnerei-ში არსებული სახელოვნებო რაზიდენციის LIA ( Leipzig International Art Programme) პროგრამის კოორდინატორი და კურატორი. იგი იყო კურატორი გამოფენებისა Sender (HKW, ბერლინი), Revisiting the Space (VCCA-Voronezh Center for Contemporary Art, რუსეთი), Figure Outing (Castle Machern). 2013 წელს ისინი ერთად კურირებდნენ Space LAB - ხელოვანთა რეზიდენიციას და გამოფენას, რომელიც დაკავშირებული იყო Spinnerei-ს ისტორიულ სივრცესთან.

ამ თანამშრომლობის შემდეგ მათ დააარსეს და ერთად უძღვებიან სახელოვნებო სივრცეს Бükü, რაც არის ინტერდისციპლინარული პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ყოფილი საბჭოთა სივრცის ხელოვანთა ხედვასა და დებატებზე, მისი გავლენებით, განსხვავებებით და ურთიერთდამოკიდებულებით. ეს  არის როგორც თანამედროვე ხელოვნების შექმნის და პრეზენტაციის სივრცე, ასევე, ის განკუთვნილია თანამედროვე თეორიისა და პოლემიკისთვის, სადაც ხორციელდება დისკუსიები, სახელოვნებო რეზიდენციები და ეწყობა თანამედროვე ხელოვნების გამოფენები.

კრისტინას და ოლგას საქართველოში ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის კვლევა და სამომავლო თანამშრომლობების დაგეგმვა.