Friday, December 12, 2008
ნამუშევრების პრეზენტაცია
არსის საგამოფენო დარბაზი
 
კოტე სულაბერიძე – დაიბადა 1968 წელს, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია; მუშაობს თბილისში; მონაწილეობა მიღებული აქვს გამოფენებში საქართველოსა და საზღვარგარეთ; ნაჩვენებია საერთაშორისოდ ცნობილ საგამოფენო სივრცეებში როგრიცაა თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - პრატო, იტალია; კიაზმა-ჰელსინკი, თანამედროვე ხელოვნების  მუზეუმი-ბელგრადი, გელმანის გალერეა-მოსკოვი…
კოტე სულაბერიძე თანამედროვე ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი შემოქმედებაში თანაბარ წილად ერთიანდება კონცეპტუალისტი არტისტის, ტრადიციული მხატვრული მთხრობელისა და ქართული საზოგადოებრივ-ისტორიული მეხსიერების ხელოვანის აზროვნება.