Tuesday, May 6, 2014
საჯარო პრეზენტაცია: საჯარო ხელოვნება / ფესტივალი „არტ პროსპექტი 2014"
ორგანიზებული პროექტის: „რეზონანსული შენაკადები. სამყაროთა კვეთა: შემოქმედება გამოძახილში" ფარგლებში, თანამშრომლობითი პროექტი გეოეარსა და პალიმფსესტს შორის
06.05.2014 / თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
 

კენდალ ჰენრი არის ხელოვანი და კურატორი, რომელიც ცხოვრობს ნიუ-იორკში და ბოლო 22 წლის განმავლობაში მუშაობს საჯარო  ხელოვნების განხრით. აშშ-ში, ევროპაში, რუსეთში, აზიაზი, ცენტრატულ აზიაში, ავსტრალიაში თუ კარიბის რეგიონში განხორციელებული პროექტების და პროგრამების მაგალითზე იგი გვაჩვენებს, რომ ხელოვნება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ხერხი სოციალური ჩართულობის, სამოქალაქო ღირსების და ეკონომიკური განვითარებისთვის. კენდალი დარწმუნებულია, რომ ყველაზე წარმატებული ნიმუშევარი საჯარო სივრცეში იწყება შეკითხვით: „რა გსურს ნამუშევარისგან?" და ამ ნამუშევრის შექმნაში ითვალისწინებს მაყურებელს და გარემოს. მიუხედავად მისი ნამუშევრების მრავალფეროვნებისა, ისინი იზიარებენ საერთო ნიშნულს. ნამუშევრები ყოველთვის არის ადგილსპეციფიკური და  შექმნილი სხვებთან (ხელოვანებთან, თემთან, დიზაინერებთან ა.შ.) თანამშრომლობით.
კენდალ ჰენრი ამჯერად ასწავლის ვიზუალური ხელოვნების სკოლაში საჯარო ხელოვნების საზაფხულო რეზიდენციის პროგრამას და არის მოწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტებში და საგანმანათლებლო ინსტიტუციებში როგორიც არის Abbey Mural Workshop ნაციონალური აკადემიის მუზეუმი და ნატიფი ხელოვნების სკოლაში; როდ აილენდის სკოლა Design Senior Studio-ში; Pratt Institute-ის ხელოვნების და კულტურის მენეჯმენტის პროგრამა. კენდალ ჰენრი მუშაობდა ნიუბურგის (ნიუ იორკი) კულტურისა და ეკონომიკის განვითარების პროგრამის დირექტორად, სადაც მან შექმნა რეგიონის პირველი პროგრამა პროცენტი ხელოვნებისთვის. იქამდე იგი იყო ნიუ იორკის კულტურის ურთიერთობების განყოფილების „პროცენტი ხელოვნებისთვის" პროგრამის მენეჯერი. კენდალი ასევე არის ბრუკლინში (ნიუ იორკი) აფრიკული დიასპორის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კურატორი (MoCADA) და 3 წლით არჩეულ იქნა ამერიკელები საჯარო ხელოვნებისთვის ქსელის საბჭოში.

2014 წელს კენდალ ჰენრი კურატორობას გაუწევს საერთაშორისო საჯარო ხელოვნების ფესტივალ „არტ პროსპექტ 2014"-ს სანქტ-პეტერბურგში, რომლის სათაური წელს არის: Reclaim: React (მოთხოვნა: რეაგირება)
“არტ პროსპექტი” არის სანქტ-პეტერბურგში ერთადერთი ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც საჯარო სივრცეში წამოაჩენს თანამედროვე ხელოვნებას და საერთაშორისო ხელოვანებს აძლევს საშუალებას გააცნონ და გაუზიარონ მათი ნამუშევრები ადგილობრივ მოსახლეობას. 2012 წელს დაფუძნებული ფესტივალი იყო შედეგი ადგილობრივი ინტერესისა ხელოვნების ინოვატიური ფორმების მიმართ, რომელთაც აქვთ წვდომა ახალ აუდიტორიაზე და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის ხელოვანს სთავაზობს პლატფორმას გაუზიარონ ნამუშევრები დაუეჭვებელ მაყურებელს, რომლებიც არ არიან მიჩვეული თანამედროვე ხელოვნებას. „არტ პროსპექტის" ფესტივალის სურვილია, თავი მოუყაროს ინტერესების ფართო სპექტრს სანქტ პეტერბურგის მოსახლეობისთვის თანამედროვე ხელოვნების წარმოჩენის მიზნით, ასევე ხელი შეუწყოს საერთაშორისო ხელოვანებს შორის თანამშრომლობას და გაცვლას.

კენდალ ჰენრიმ ისაუბრა საჯარო ხელოვნების საერთაშორისო მაგალითებზე, განსაკუთრებული ფოკუსი იყო დროებით ნამუშევრებზე და ფესტივალებზე. ასევე, განიხილა მის კონცეფცია „არტ პროსპექტი 2014"-თვის, რომლის კურატორიც არის იგი. რიგით მესამე „არტ პროსპექტის" (ორგანიზებული საერთაშორისო კულტურის გაცვლითი ორგანიზაციის CEC ArtsLink-ის მიერ) თემა და კვლევის საგანი იყო, თუ როგორ შეუძლია ხელოვანს საზოგადოების ყურადღება მიმართოს ფართო და რთული გლობალური პრობლემებისკენ და მიიზიდოს მაყურებელი პროცესში ჩართულობისკენ. „არტ პროსპექტი 2014" დამთვალიერებლებს ელით შეხვედრა ისეთ ნამუშევრებთან, რომლების ზრდის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და უბიძგებს მათ ქმედებისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში ხელოვანი ისწრაფვის აღიქვას თავის თავი როგორც ინიციატორად და მეგზურად ასევე დიზაინერად, რითაც იზიდავს აუდიტორიას თანამშრომლობისკენ და შემოქმედებითი მონაწილეობისკენ ახალი და უჩვენულო ხერხებით.