Thursday, December 16, 2010
ბელგიელი ხელოვანი ვალტ ვან ბეკი (დაიბადა 1981 წ. ანტვერპენში) სწავლობდა ინტერიერის დიზაინს, ვიდრე ბრიუსელის ცენტრში სადიზაინო სტუდიას WoutWalt (ვალტ ვან ბეკის და ვოუტერ დე რაევეს კრეატიული დუეტი) დააარსებდა. მათი ადრეული ნამუშევრები ძირითადად საკუთარი პროექტების რეალიზაციაზე იყო დაფუძნებული, რასაც მალე კულტურის სფეროში მომუშავე კლიენტების შეკვეთებიც მოყვა (Bozar, Zinneke, VICE…). WoutWalt მუშაობს ვიზუალურ პროექტებზე, ატარებს ლექციებს, აკეთებს ინსტალაციებს, აცხობს...
2009 წლის დასაწყისში ვალტ ვან ბეკმა დააარსა WaiWai Space, დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცე ბრიუსელის ცენტრში იმ მიზნით, რომ გარდა საკუთარი ნამუშევრებისა, ეჩვენებინა სხვა ხელოვანების ნამუშევრებიც და ეთანამშრომლა სხვა სახელოვნებო სივრცეებთან. WaiWai Space წვლილი ბრიუსელის სახელოვნებო სივრცეში მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.
მის ბოლო დროის ნამუშევარში Gläser (განვითარებადი პროექტი), ვალტ ვან ბეკი განიხილავს ნივთების წარმავლობის საკითხს და ცდილობს ამ იდეის აზრის წარმავლობაში გარდაქმნას. Gläser წარმოიშობა პირადი კავშირიდან და პერსონალური მიზიდულობის ნიადაგზე, ეს არის სიყვარული მიტოვებული და დაკარგული ნივთების მიმართ. ეს არის დროის კრისტალიზაციის მცდელობა პროცესის უკან მობრუნების საშუალებით, სხვადასხვა ვითარებაში სტაბილურის თხევად მდგომარეობაში გადაქცევით, რაც საბოლოოდ უსასრულ გამჭვირვალობას გამოიწვევს
პროექტის პირველი ნაწილი ნაჩვენები იყო 
Zennestraat 17, თებერვალი/მარტი 2010, ბრიუსელში.
შემდეგ პროექტი გაგრძელდა ვერბეკე ფონდში (
Verbeke Foundation), სადაც 2010 წლის აპრილ-მაისში ვალტ ვან ბეკი იმყოფებოდა რეზიდენციაში.
ვალტ ვან ბეკი ცხოვრობს და მუშაობს ბრიუსელში.
 
საუბარი ხელოვანებთან: ვალტ ვან ბეკი / ინგე ვანდენსანდე
24.12.2010 /თბილისი სტუდია
 
ინგე ვანდენსანდე - გრაფიკოს დიზაინერი, ცხოვრობს და მუშაობს ბრიუსელში. ინგე ვანდენსადი უძღვება პროექტს M’ATUVU, რომელიც არის ადგილი საინტერესო ღონისძიებებისთვის, გამოფენებისთვის, კონცერტებისთვის ან რაიმე სხვისთვის ბრიუსელის ცენტრში მაღაზიის ვიტრინაში.