Monday, July 11, 2011
ენ ელიზაბეტ მური არის ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიანტი, ხელოვანი და კულტურის კრიტიკოსი. იგი მუშაობს გლობალიზაციის საკითხებზე საერთაშორისო დონეზე. ენ ელიზაბეტ მური არის კრიტიკოსი/ავტორი ისეთი ცნობილი გამოცემებისა, როგორიცაა: Unmarketable: Brandalism, Copyfighting, Mocketing, and the Erosion of Integrity (The New Press, 2007), და Hey Kidz, Buy This Book (Soft Skull, 2004). ენ მური, ასევე, იყო თანარედაქტორი და გამომცემელი ამჟამად არარსებული გამოცემისა Punk Planet, და დამფუძნებელი რედაქტორი Houghton Mifflin კომიქსების სერიისა Best American Comics. იგი ასწავლის ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუბრობს გამოხატვის თავისუფლების თემებზე. ბოლო დროს ენ მური მუშაობდა მისი კონცეპტუალური ხელოვნების ორ პერსონალურ გამოფენაზე, რომლის თემაც თავისივე ორი დოკუმენტური ფილმია. მისი ნამუშვრები გადაცემულ იყო რადიო პროგრამებში Snap Judgment და Progressive, Bitch, Truthout. იგი წერდა ისეთი გამოცემებსთვის, როგორიცაა The Onion, Feministing, The Stranger, In These Times, The Boston Phoenix, და Tin House. ენ მური გამოფენილი იყო ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში; Sea and Space ლოს ანჟელესში; Meta-House-ში პნომ პენში, კამბოჯა; Center for Endless Progress ბერლინში, გერმანია; Spinnerei ლაიფციგში, გერმანია; მისი ნამუშევარი, ასევე, წარმოდგენილი იყო 2008 წლის ვითნის ბიენალეზე (Whitney Biennale). ახლახანს მან განაახლა სტად ტერკელის Division Street: America WBEZ/Vocalo ინტერნეტ პროქტისთვის Revision Street: America. მისი ნამუშევარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელ ახალგაზრდა ქალებთან ერთად წარდგენილ იქნა Time Out Chicago, Make/Shift და Print ჟურნალების მიერ, ასევე Phnom Penh Post-ში, Grit TV -ში და NPR's Worldview-ში. უახლოეს მომავალში იგი გამოსცემს თავის დოკუმენტურ წიგნს Cambodian Grrrl: Self-Publishing in Phnom Penh.
 
ელიზაბეტ ვაითი არის ნიუ-იორკში დაფუძნებული ხელოვანი, რომლის ნამუშევრები მოიცავს როგორც ფოტოს და ვიდეოს, ასევე ინსტალაციასა და სოციალური პრაქტიკას. მისი უკანასკნელი გამოფენებია "No Soul For Sale”, რომელიც მოეწყო ლონდონის თეით მოდერნში და “Surveil", ანე ელიზაბეტ მურთან ერთად, ბერლინში ”უსასრულო პროგრესის ცენტრში” (Center for Endless Progress). ელიზაბეტ ვაითის ნამუშევრები ნაჩვენები იყო, როგორც ნიუ-იორკში, დუბლინში, ლაიფციგში, ასევე იაპონიასა და ახალ ზელანდიაში. 2010 წლის ზაფხულში იგი იყო ლაიფციგის ბამბის სართავი ქარხნის კულტურულ ცენტრში (Spinnerei), Pilotenkuche-ს რეზიდენტი. მას აქვს მიღებული აარონ სისკინდის (Aaron Siskind Fellowship) სტიპენდია, ასევე, მხარდაჭერა ჰატიე სტრონგის ფონდიდან (Hattie Strong Foundation) და ArtInfo.com-ის მიერ დასახელებულ იქნა ახალ ტალანტად. ელიზაბეტ ვაითმა გაიარა მაგისტრატურა ვიზუალური ხელოვნების სკოლაში, ნიუ-იორკში (School of Visual Arts in New York) და ბაკალავრიატი - ვასარის კოლეჯში (Vassar College). იგი ასწავლის ხელოვნებას, დიზაინს და ციფრულ კულტურას ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რამაპოს კოლეჯში, ნიუ-ჯერსიში (Ramapo College). ასევე, იგი იყო მიწვეული ფაკულტეტის წევრად ბენინგტონის (Bennington College) და პურჩეის კოლეჯებში (Purchase College). ელიზაბეტ ვაითი არის ბლოგ HotArtAction.com-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.
 
გეოეარის რეზიდენციაში სტუმრობისას მათ განახორციელეს საჯარო დიალოგების სერია საერთაშორისო ხელოვანებთან და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებთან და იწვევდნენ ყველას მონაწილეობა მიეღოთ აქტიურ დისკუსიაში თავისუფლების, კულტურული პროდუქციის და ხელოვნების შესახებ.
 
დიალოგების პროექტი
დრო და ფული: სიტყვები და სურათები
 
#1 - 12.07.2011 / თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი
#2 - 19.07.2011 / პრეს კაფე - ბათუმი
#3 - 26.07.2011 / გიორგი ლეონიძის სახ. სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი
 
ან ელიზაბეტ მური და ელიზაბეტ ვაითი იყვნენ 2011 წლის ArtsLink ჯილდოს გამარჯვებულები.