Friday, November 30, 2012

ელიანე ესტერ ბოტსი დაიბადა 1986 წელს ამსტერდამში, ნიდერლანდებში. დაამთავრა უტრეხტის სამხატვრო აკადემია (HKU). დამთავრების შემდეგ, მან  შეისწავლა „დოკუმენტი და თანამედროვე ხელოვნება“ ვიზუალური ხელოვნების სკოლაში (საფრანგეთი). ელიანე ბოტსი მუშაობს მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და ვიდეოზე, თავის ნამუშევრებში იგი აერთიანებს ფილმს, დოკუმენტალიზმს და ვიზუალურ ხელოვნებას. ვიზუალურად იგი რეალობასთან ახლოს რჩება და ამავდროულად,  გადაღების და მონტაჟის დროს ინარჩუნებს თავისუფლებას, რათა შეცვალოს და დაარეგულიროს სიტუაცია, გარემოცვა და სიუჟეტი. თავისი ნამუშევრებით ელიანე ბოტსი გადმოსცემს დაფარულ, მოულოდნელ და ყოველდღიურ ისტორიებს ადამიანებსა და ადგილების შესახებ. ის აჩვენებს რეალობასა და ჩვენ გარემოში არსებულ კინემატოგრაფიულ სილამაზეს. სახელოვნებო სამუშაოს  პარალელურად იგი ასწავლის უტრეხტის სამხატვრო აკადემიაში და მუშაობს როგორც თანაკურატორი არასამთავრობო ორგანიზაციაში Satellietgroep.