Tuesday, March 31, 2015

ეველინა გამბინო არის დამოუკიდებელი მკვლევარი, აქტივისტი და რამდენიმე კოლექტივის წევრი ლონდონსა და იტალიაში. მას ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მიღებული აქვს გოლდსმიტის კოლეჯში, ლონდონის უნივერსიტეტში და ახლა ემზადება სადოქტორო ნაშრომისთვის, რომლის ფოკუსი იქნება თბილისის ურბანული რეგენერაცია და ამის შედეგად გამოწვეული უთანხმოების ფორმები. მისი კვლევის პრაქტიკა მოიცავს ურბანულ კონფლიქტებს, რომლებიც აერთიანებს მიგრანტების, მოქალაქეებია და ჩამოუყალიბებელი ჯგუფების მრავალმხრივ დამოკიდებულებას, ქალაქზე უფლების თეორიული ჩარჩოსა და მის წინააღმდეგ დამოკიდებულებასთან მიმართებაში. 2012 წელს, Campagne in Lotta -ს ჯგუფის თანამოაზრეებთან ერთად ეველინა გამბინომ ჩამოაყალიბა შეურიგებელ მებრძოლთა კვლევის კოლექტივი Collettivo RicercAzione, რომელიც ეძღვნება კავშირების მიერ წარმოებული ბრძოლის მეთოდების კოლექტიურად თეორიულ ჩარჩოებში მოქცევის ახალი ფორმების კვლევას. მას შემდეგ, შეურიგებლური ბრძოლის კვლევა გახდა მისი თეორიული ინტერესის და პრაქტიკის გამაერთიანებელი ძაფი. შემდეგ მან ფოკუსი მიგრაციის თემიდან საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემატიკაზე გადაიტანა და ბოლო დროს ეველინა აქტიურად არის ჩართული ლონდონში არსებული საცხოვრებლის პრობლემის გადაჭრით დაკავებული ქსელის საქმიანობაში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მისი ინტერესი ნეოლიბერალურ სისტემაში წარმოქმნილი ახალი კლასის ფორმირებების ანალიზისადმი.

გეოეარის რეზიდენციაში ყოფნისას, ეველინა იკვლევდა ბოლო დროს თბილისში წარმოქმნილი მრავალრიცხოვანი ურბანული ბრძოლების ფორმებს იმისათვის, რომ ასახოს თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვიზუალური ხელოვნება, რათა საერთაშორისო გამოხმაურება მისცეს თბილისის საჯარო ინფრასტუქტურის ძარცვის პრობლემას. ამავდროულად, იგი იკვლევდა კავშირს სოციალურად ჩართულ საჯარო ხელოვნებასა და ურბანულ აქტივიზმს შორის.

პირველ რიგში, ამ თემებს ეველინა ასახავს ქალაქში ბოლო დროს მიმდინარე მშენებლობების ადგილების კვლევის მეშვეობით, რომელიც მიღწეული იქნება ურბანული ლანდშაფტის ფქისო-გეოგრაფიული მოთოდოლოგიის გამოყენებით, კვლევითი სვლით ქალაქის წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე. თანმიმდევრულად კვლევის ფოკუსი მოიცავს გეოეარის არქივში არსებულ მასალას, რომელიც იქნება ბაზა იმ ხელოვანების შერჩევისათვის, რომლებიც მუშაობენ თბილისის მეტამორფოზის თემაზე.