Saturday, March 29, 2008
ნამუშევრების პრეზენტაცია და გამოფენა
არსის საგამოფენო დარბაზი
 
გურამ წიბახაშვილი - ქართველი ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრები საქართველოში პირველად გამოიფინა მხატვრებთან ერთად. მაშინ თბილისში ანდეგრაუნდულმა მხატვრულმა წრემ პირველად თქვა, რომ ფოტოგრაფია მხატვრობის მსგავსად სრულუფლებიანი მხატვრული მიმდინარეობაა. რამდენიმე პერსონალური გამოფენის შემდეგ, 90 - იან წლებში ,,ქარვასლაში" გაიმართა 6 გამოფენა, რომლის მონაწილეებიც იყვნენ მხატვრები, რომლებიც 80 - იანი წლების შემდეგ ახალი და ხშირად განსხვავებული ტენდენციები ჩამოაყალიბეს ქართულ მხატვრობაში (80 - იანელები, მეათე სართული და ა.შ) მათთან ერთად გამოიფინა გურამ წიბახაშვილის სერიული ნამუშევრებიც.
დღეისთვის სახეზეა წიბახაშვილის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი, ჯგუფური და პერსონალური გამოფენა. გურამ წიბახაშვილი არის არტისტი, რომლისათვისაც უსაზღვრო ფართო და მრავლისმომცველ ვიზუალური ხელოვნების სივრცეში მთავარი შემეცნებაა. მისი ფოტოგრაფია არასდროს არის შემთხვევითობა და დაფიქსირებული წამები.
სერიები, რომლებსაც გურამ წიბახაშვილი 90 - იანი წლებიდან გვთავაზობს მისი ხედვის, აზროვნების და შემოქმედებითი პრინციპების გამოხატულებაა.