Monday, December 22, 2008
ნამუშევრების პრეზენტაცია და გამოფენა არსის საგამოფენო დარბაზში.
 
გოგა ჯაფარიძე დაიბადა 1971 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გოგა ჯაფარიძეს გავლილი აქვს არტ თერაპიის კურსები გერმანიასა და შვეიცარიაში, სადაც ასევე განხორციელებული აქვს პროექტები და მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში. მის პროექტებს შორის გამორჩეულია პერსონალური გამოფენა - ვორკშოპი ,,კარი", ასევე პერსონალური გამოფენა ებერსბერგში, გერმანია და სოციალური პროექტი დინჰარდში, შვეიცარია. 
 
22-23-24 დეკემბერს 2008 წლის, არსის საგამოფენო დარბაზში სახელოვნებო გაერთიანება ,,არქიდრომმა" წარმოადგინა გოგა ჯაფარიძის გამოფენა ,,ტექსტებზე აგებული ნახატები ბაზელის ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი წიგნიდან".
გამოფენა წარმოადგენდა დიდი ფორმატის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს, რომლებიც ობიექტების სახით არის დამონტაჟებული სივრცეში. ამ ნამუშევრებით მხატვარი აკვირდება ადამიანს - მისი ანთროპოლოგიიდან, მისივე მორალურ ფიზიოლოგიამდე.