Wednesday, March 2, 2011
ანჟელა ჰარუტუნიანი არის ხელოვნების ისტორიკოსი და კურატორი. 2009-2010 წლებში იყო ასისტენტ-პროფესორი და ხელოვნების პროგრამის დირექტორი კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში. მას საერთაშორისო მასშტაბით გამოქვეყნებული აქვს სტატიები ისეთ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია პოსტ-საბჭოთა ხელოვნებასთან და კულტურასთან, განსაკუთრებული აქცენტით - თანამედროვე ხელოვნება სომხეთში. იგი არის კურატორი მრავალი გამოფენისა, როგორიც არის საზოგადო_მედია_სივრცე (Public_Media_Space, ACCEA, ერევანი, 2004), შენთან მოახლოება შენთან არყოფნისთვის (Cominig to You Not to Be With You (WOW, ერევანი, სომხეთი, 2008)), Accretions (გალერეა Skuc, ლუბლიანა, სლოვენია, 2010) და AccretionsII (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ლოძი, პოლონეთი). 2006 წლიდან ანჟელა ჰარუტუნიანი სომხეთის ხელოვნების კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციასთან (AICA-Armenia) ერთად არის ერევანში ხელოვნების კურატორების საზაფხულო სემინარების და წელიწადში ორჯერ კრიტიკული და კურატორული სწავლების პროგრამების თანაორგანიზატორი. იგი იყო თანარედაქტორი მრავალი საერთაშორისო ანთოლოგიისა, მათ შორის საზოგადო სფეროები სოციალიზმის შემდეგ (Public Spheres After Socialism, 2008, მალკომ მაილსთან და კატერინ ჰორშელმანთან ერთად) და წმინდა ეჯნების წიგნი: ღალატის სახელმძღვანელო (The Book of St. Ejneb: Manual for Treason, არას ოზგუნთან ერთად, 2011 წელს მე-10 შარჯას ხელოვნების ბიენალესთვის).
 
საუბარი: ისტორიის შუალედური სივრცეები: ბოდიარტის და პერფორმანსის პრაქტიკის ქრონოლოგია 
02.03.2011 / ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
 
მის პრეზენტაციაში ანჟელა ჰარუტუნიანი შეეხო თანამშრომლობით კვლევით პროექტს, რომელიც განხორციელდა ჯოანა სოკოლოვსკასთან, თეუშ ლოგართან, ვესნა მადძოსკისთან, ვარდან აზათიანთან და ეშტერ ლაზართან ერთად, სათაურით - „აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ბოდიარტის და პერფორმანსის პრაქტიკის ქრონოლოგია“. ეს პროექტი განიხილავს მეთოდოლოგიურ და ხელოვნების ისტორიოგრაფიულ ფართო პრობლემებს, რომელსაც ეფუძნება ანჟელა ჰარუტუნიანის შრომები. ეს არის რამოდენიმე ხელოვნების კურატორის და ისტორიკოსის თანამშრომლობითი გამოცემა მისი (ანჟელას) ხელშეწყობით. იგი წარმოაგენს როგორც მეთოდოლოგიურ თხრობას ასევე პოლიტიკურ და მხატვრულ ქრონოლოგიას, რომელიც მოიცავს 1949-2007 წლების პერიოდს. ამ პროექტში გადაიკვეთება ანჟელა ჰარუტუნიანის საქმიანობის ორი მთავარი სფერო - ხელოვნების ისტორიის კვლევა და კურატორობა: ხელოვნების ისტორიის წერა ვლინდება როგორც კურატორობის ხერხი და კურატორობა, წარმოისახება როგორც ისტორიულად გამყარებული გამოცდილება.
 
ანჟელა ჰარუტუნიანის რეზიდენცია გეოეარში მოეწყო ღია საზოგადოება საქართელოს ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის მხარდაჭერით.