Tuesday, February 1, 2011
ანა სმოლაკი (დაიბადა 1976 წ-ს) არის კურატორი. მან დაამთავრა ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი იაგიელონიის უნივერსიტეტში კრაკოვში (The Jagiellonian University), ასევე ისწავლა კულტურის დიპლომატია კოლეგიუმ სივიტას უნივერსიტეტში (Collegium Civitas) და ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტში ვარშავაში. 2004 წლიდან იგი მუშაობს გალერეაში Bunkier Sztuki (კრაკოვი). მანამდე იგი უძღვებოდა კერძო გალერეას “Sito”, რომელიც ხელს უწყობდა ახალგაზრდა მხატვრებს. იგი იყო თანაკურატორი პროექტისა „ტრანსკულტურა“ (2006-2008). 2008 წელს მან ორგანიზება გაუწია საერთაშორისო კონფერენციას ევროპული წლის კულტურათაშორისი დიალოგის ფარგლებში სათაურით: „ტრანსკულტურა: XXI საუკუნის ხელოვნება და მიმდინარე რეალობა“. იგი იყო თანაკურატორი გამოფენისა „თეთრი კურდღლის კვალდაკვალ,“ რომელიც შეისწავლიდა ბავშვების მიერ თანამედროვე ხელოვნების აღქმის საზღვრებს (2010). მან მიიღო მონაწილეობა ხელოვნების კურატორების საზაფხულო სემინარში „პოსტ სოციალიზმი და მედია ტრანსფორმაცია: რეპრეზენტაციის სტრატეგიები“ (AICA; ერევანი, სომხეთი, 2007) და სემინარში „გალიცია. ევროპის ისტორიული რეგიონი“ (საერთაშორისო კულტურის ცენტრი; კრაკოვი-ლვოვი, 2001). იგი განსაკუთრებით დაინტერესებულია პროექტებით, რომლებშიც ჩართულია სხვადასხვა დისციპლინები. 
 
თანამედროვე ხელოვნების ერთი-ერთი თვისება, ინტერაქტიულობა (ურთიერთქმედება) განსაკუთრებით აახლოებს მას ბავშვებთან. ეს თვისება ამცირებს მანძილს ნამუშევრსა და მაყურებელს შორის და აიძულებს დამთვალიერებელს გახდეს ნამუშევრის ნაწილი. უცნაურია, მაგრამ მოზრდილ ადამიანებს გაციელბით უფრო გვიჭირს ასეთ სიტუაციასთან გამკლავება. მუზეუმში, თექის ჩუსტების ტარებით შებოჭილნი, ჩვენ გაუბედავად ვმოძრაობთ საგამოფენო სივრცეებში, ვუპირისპირებთ ჩვენს ცოდნას მსოფლიოს შესახებ და ფორმებს, რომელთა გაგება გვიჭირს. ჩვენ ხშირად ვართ უსუსურნი, როდესაც ვრჩებით უახლესი დროის ხელოვნების პირისპირ. ბავშვებისთვის, მათი სპონტანურობის წყალობით, უფრო იოლია დააკმაყოფილონ თანამედროვე ხელოვნების მოთხოვნები, მათ ძალუძთ შევიდნენ მაყურებლის და ხელოვნების ნიმუშს შორის სიმბიოზურ, დინამიურ ურთიერთობაში. ბავშვების ხელოვნებაში მონაწილეობის აუცილებლობა აშკარაა. როდესაც ხელოვნების ნიმუშთან კონტაქტი დგება, ჩვენ ვმდიდრდებით ახალი განცდით და ყოველი განცდა, გადატანილი რეფლექსიაში, გვმატებს თვითშემეცნების ახალ ნაწილაკს.
 
ხელოვნება გვასწავლის აბსტრაქტულ აზროვნებას, რომლის მეშვეობითაც ვითარდება ჩვენი შემეცნების და განმარტების უნარი. ვინაიდან ხელოვნება იყენებს მოტივებს და ვიზუალურ სახსრებს ყოველიდღიური ცხოვრებიდან, ეს უადვილებს ბავშვებს გაიგონ და სახელი დაარქვან მას. ამავდროულად, ირჩევს რა მოვლენას სტიმულების უსასრულო რაოდენობიდან, ხელოვნება გვაჩვევს კონცენტრაციას და კრიტიკულ აზროვნებას. 
 
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ანა სმოლაკის საუბრის თემა იყო მისი თაკურატორობით ორგანიზებული გამოფენა „თეთრი კურდღლის კვალდაკვალ!“, რომელიც ჩატარდა 2010 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კრაკოვში, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში Bunkier Sztuki. გამოფენის მოწყობის მიზანი ბავშვების მხრიდან კულტურის სფეროს ღონისძიებებში ჩართვის უზარმაზარი საჭიროება გახლდათ. საუბარი განიხილავს ამ მოვლენასთან და თემასთან დაკავშირებულ სამ საკითხს: კურატორის როლი, გამოფენის საგანმათლებლო-შემეცნებითი დანიშნულება, ხელოვანების და ხელოვნების ნიმუშის მიზანი.
 
ანა სმოლაკის კვლევითი პროექტის და გეოეარის რეზიდენციაში სტუმრობის მხარდამჭერები იყვნენ: Adam Mickiewicz Institute და European Cultural Foundation (ECF) STEP beyond Travel პროგრამა