Tuesday, October 5, 2010
ანა-ლუიზა კრატცში დაიბადა 1980 წელს ჩრდილოეთ გერმანიაში რუგენის კუნძულზე. 1997/98 წლებში იგი ცხოვრობდა აშშ-ში (ცინცინატი), ხოლო 2000/2001 წლებში მადრიდში, ესპანეთში, სადაც ვრცლად გაეცნო ვიზიალური ხელოვნების და მუსიკის მხატვრულ განათლებას. 2002 წლიდან სწავლობდა ლაიპციგის უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის და კულტურის ფაკულტეტზე. ამავე წელს გახდა სახელმწიფო პროგრამის სტიპენდიატი. 2004 წელს ანა-ლუიზა კრატცშმა კურატორობა გაუწია მის პირველ გამოფენას EIGEN + ART-ის გალერეაში და 7 თვე დაჰყო ნიუ-ორკში, სადაც გაიარა ორი პრაკტიკული კურსი ISCP (საერთაშორისო სტუდიების და კურატორების პროგრამა) და ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში. ლაიფციგში დაბრუნების შემდეგ მუშობდა როგორც კულტურული პოლიტიკის პლატფორმაზე (Kulturpolitischer Salon), ასევე ფედერკილის ფონდში ლაიპციგის ახალ მხატვრულ უბანში ყოფილი სართავი ქარხნის ტერიტორიაზე (Spinnerei). 2006 წელს მან დაამთავრა ლონდონის კორტოდის ხელოვნების ინსტიტუტი თანამედროვე ხელოვნებაში პოსტ-კომუნისტური სწავლების განხრით. 2006/07 წლებში იგი სწავლობდა მანდარინის ენას და მუშაობდა გოეთეს ინსტიტუტში პეკინში.
2006 წლის ივნისში ანა-ლუიზა კრატცშმა დაარსა LIA - ლაიფციგის საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამა, არა კომერციული ინსტიტუტი და ხელოვანთა რეზიდენცია თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ხელშეწყობის მიზნით. 2007 წელს მოეწყო ინსტიტუტის პირველი გამოფენა იაპონიის ფონდთან და ბერლინში იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობით. მას შემდეგ LIA - ლაიფციგის საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამის ფარგლებში მან უმასპინძლა 40-ზე მეტ ხელოვანს 17 სხვადასხვა ქვეყნიდან, კურატორობა გაუწია გამოფენებს ლაიფციგში, ბერლინში (Caps Lock Projects, LIA`s temporary project space 2010) და ნიუ-ორკში (Leipzig Calling, exhibition at the New York Academy of Art 2009).
 
თბილისში გეოეარის რეზიდენციის ფარგლებში ანა-ლუიზა კრატცში მონაწილეობდა "არტისტერიუმში", თბილისის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენაში და გოეთეს ინსტიტუტის საქართველოს მიერ მოწყობილ საერთაშორისო სიმპოზიუმში TRANSRELATION, რომელიც ჩატარდა 2010 წლის 2-5 ოქტომბერს.
 
ანა-ლუიზა კრატჩის მოხსენების თემა რეალიზმი - მხატვრობის ტრადიციები კომუნიზმის და პოსტ-კომუნიზმის შუალედში ლაიფციგის მაგალითზე განიხილავდა მის „სკოლებს“, პროტაგონისტებს ისევე, როგორც გერმანიაში ფიგურალური ხელოვნების ისტორიულ და აქტუალურ აღქმას. 
1. კომუნისტური ერა - რას ნიშნავს სოციალისტური რეალიზმი და რა გავლენა ჰქონდა მას როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ გერმანიაში ფიგურალური ხელოვნების აღქმაზე. მაგალითი: ლაიფციგის ვიზუალური ხელოვნების აკადემია და „ლაიფციგის სკოლა“: ვოლფგანგ მათოიერი, ვერნერ ტიუბკე და ბერნჰარდ ჰაიზიგი.
2. პოსტ-კომუნისტური ერა - ვაიმარის ‘The image war’: სხვაობა ხელოვნების აღქმაში, აღმოსავლეთ გერმანია დასავლეთ გერმანიის წინააღმდეგ.
3. აწმყო - ხელოვნების ბაზარი და ლაიფციგის ახალი სკოლა - EIGEN + ART გალერეის მაგალითზე. როგორ წამოიწია EIGEN + ART წინა პლანზე გლობალური ხელოვნების ბაზარზე ფიგურალური მხატვრობის სექტორის ჩამოყალიბებისას; ქალაქის კულტურული სახის და ფიგურალური მხატვრობის მოდის რეაბილიტაცია; როგორ განვიხილავთ ფიგურალურ ხელოვნებას დღეს და რა როლს თამაშობს გლობალური სახელოვნებო ბაზარი და მედია ჩვენს მიერ მის (ფიგურალური ხელოვნების) აღქმაში.
 
მოხსენება: ქარხნებიდან კულტურამდე.
22.10.2010 / ყოფილი შოკოლადის ქარხანა „მზიური“
ანა-ლუიზა კრატცშის საუბრის მთავარი თემა იყო ცარიელი ინდუსტრიული არქიტექტურა და მათი გამოყენება, როგორც კულტურის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე. ისეთები, როგორიც არის Mass MoCa (მასაჩუსეთსი, აშშ), Dia: Beacon (ნიუ-იორკი, აშშ), Tate Modern (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და Spinnerei (ლაიფციგი, გერმანია).
როგორ შეიძლება ქარხნების დაცარიელებული შენობების რე-აქტივაცია?
რა სარგებლობას იძლევიან ისინი?
რა ზომები არის ამისთვის საჭირო?
 
რეზიდენციის მხარდამჭერები: