Wednesday, June 6, 2012

ალი ჰასანოვი, დაბადებული 1976 წ-ს ბაქოში, არის აზერბაიჯანელი ხელოვანი, მუსიკოსი და კინო რეჟისორი, რომელიც მონაწილეობდა რიგ სახელოვნებო პროექტებში აზერბაიჯანსა და მის ფარგლებს გარეთ. იგი არის პიონერი აზერბაიჯანში პერფორმანსის ხელოვნებაში. ალი ჰასანოვი წარადგენდა აზერბაიჯანს ვენეციის 52-ე ბიენალეზე. იგი ასევე არის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მუსიკალური კოლექტივისა PG Large Used Project. ალი ჰასანოვი აქტიურად მოღვაწეობს ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა ვიზუალური და პერფორმანსის ხელოვნება, ვიდეო და ხმის ინსტალაცია, ფერწერა და გრაფიკა.

მისი რეზიდენციაში ყოფნის დროს ჩატარდა შეხვედრა მხატვართან და ნამუშევრების პრეზენტაცია.