Tuesday, November 30, 2010
ალევტინა კახიძე (დაიბადა 1973 წ-ს), უკრაინელი ხელოვანი, არტ კრიტიკოსი და კურატორი, ცხოვრობს და მუშაობს მუზიჩიში. 
ალევტინა კახიძემ დააარსა არაფორმალური სახელოვნებო რეზიდენცია თავის ახალ საცხოვრებელ ადგილას, სოფელ მუზიჩიში, რომელიც მდებარეობს კიევიდან დაახლოებით 20 კმ. მოშორებით. ნამუშევრებში, როგორებიცაა საქორწინო კონტრაქტი და გამოცემა ჟდანოვკა, ალევტინა კახიძე წარმატებულად ახერხებს განიხილოს და ყურადღება გაამახვილოს უკრაინული საზოგადოებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიც არის ქონების გაყოფა, თუ ქალაქგარე პერიფერია. ალევტინა კახიძე სწავლობდა ჰოლანდიაში იან ვან ეიკის აკადემიაში. იგი მონაწილეობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში.
 
ლექცია: სამომხმარებლო ჟინის ევოლუცია განვითარდა მიახლოებით ათჯერ უფრო მეტად ვიდრე ჩვეული სისწრაფით
16.12. 2010 / საბა და კომპანია, Bang & Olufsen -ის საგამოფენო ოთახი  
 
ლექციის თემა იყო თვით-რეფლექსია მომხმარებლობის ჟინის, ნამდვილი სიამოვნების და ბედნიერების მიმართებით. ალევტინა კახიძე განიხილავს ამ თემას როგორც უკრაინელი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ცხოვრობდა ნაირფერ დასავლეთში, ახლა კი უკრაინული საზოგადოების რაღაც ნაწილის, მათ შორის საკუთარი ოჯახის გამდიდრების პასიური მონაწილეა. ალევტინა კახიძე ხატავს მოხმარების და ხარჯვის ევოლუციის სურათს: დაწყებული ნივთებზე გადარევით, ეგზოტიკური ადგილების და ექსტრემალური გამოცდილებების (კერძო თვითმფრინავის ფრენა, ყვინთაობა...) წადილით და დამთავრებული გაცვლის ისეთი ადგილებით, როგორიც არის მაღაზიები და აუქციონები.