Tuesday, January 3, 2012
აგატა სკოვრონეკი, პოლონელი ფოტოგრაფი, დაიბადა 1976 წელს. მან დაამთავრა ფოტოგრაფიიის, კინოს და მულტიმედიის ფაკულტეტი (ბაკალავრის დიპლომი) Napier-ის უნივერსიტეტში, ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი (2002) და სოციალური კომუნიკაციის კურსი პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტში, ბარსელონა (2003–2005). როგორც გერმანული ფოტო სააგენტო Focus-ის წარმომადგენელი, აგატა სკოვრონეკი თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებთან, როგორებიცაა SZ , Der Spiegel, Die Zeit, FAZ, Stern, El Pais, Le Monde, Woman, Volkskrant, Geo, Helsingin Sanomat, Monocle Magazine. 2011 წლიდან იგი არის Cosmos Photo–ს წარმომადგენელი საფრანგეთში.
 
აგატა სკოვრონეკი თანამშრომლობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ფოტო, ვიდეო და მონტაჟის განხრით, მათ შორისაა: Intermón Oxfam, UNICEF და მუშათა გაერთიანება კატალუნიაში Comisiones Obreras. 2006 და 2008 წლებში იგი მონაწილეობდა მოძრავ გამოფენაში გერმანიაში ესპანელი მუშახელის შესახებ, რომელიც ჩატარდა MuVIM–თან (ილუსტრაციის და თანამედროვეობის მუზეუმი) და Bancaja, ესპანეთი, თანამშრომლობით. 2006 წლიდან, მას შემდეგ რაც აგატა საცხოვრებლად გადავიდა სტამბოლში, ის მუშაობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საკითხზე. მან განახორციელა პერსონალური პროექტები ჩრდილოეთ და სამხრეთ ერაყში, ასევე, საერთაშორისო პუბლიკაციებისთვის დაკვეთით მუშაობდა რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა თემებზე. მისი გრძელვადიანი პროექტები მოიცავს „იეზიდების უმცირესობა ჩრდილოეთ ერაყში“, ასევე „ერაყის ჭაობები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში“. 2010 წლის მაისიდან იგი მუშაობდა ერაყის ჭაობებზე ჩრდილოეთ ბასრაში. 2010 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე მას ჰქონდა გამოფენა იეზიდებზე “Fire and the Peacock Angle”, გალერეაში Muehlhausetc, ტროისდორფში / კოლნში, გერმანია. 2011 წლის ოქტომბერში მან გადაიღო ვიდეო ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ECA Watch, ერაყის ჭაობებში ევფრატის და ტიგროსის მდინარეებზე პლატინის საწინააღმდეგო კამპანიისთვის. იგი თავის მიმდინარე პროექტებში დაინტერესებულია დოკუმენტური და სახელოვნებო ფოტოს შორის საზღვრით – სად მთავრდება დოკუმენტური ფოტოს „რეალისტურობა“ და იწყება ხელოვნება?