როგორ დაეხმაროთ გეოეარს?

,,გეოეარის მეგობრები” სთავაზობს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ფინანსურად მხარი დაუჭირონ გეოეარს. ჩვენი მხარდაჭერით, თქვენ ხელს უწყობთ საქართველოში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ღონისძიებების განხორციელებას.

როგორ ხდება ეს?

კარგი შეკითხვაა. მეგობრების ფონდი გამიზნულია გეოეარის საორგანიზაციო ხარჯების დასაფარად. მას განაგებს გეოეარის გუნდი. თქვენ შეგიძლიათ გაწიოთ ერთჯერადი, ან ყოველწლიური ფინანსური დახმარება. 

და ეს რატომ არის მნიშვნელოვანი?!

კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების დაფინანსება საქართველოში ძალიან (!) შეზღუდულია. ჩვენ არ ვართ კომერციული ორგანიზაცია. ჩვენი ძირითადი ხარჯების დაფარვა შესაძლებელს ხდის, რომ გავარგძელოთ მოღვაწეობა, დავამყაროთ დამატებითი თანამშრომლობითი კავშირები და განვახორციელოთ უფრო დიდი პროექტები საქართველოში და მის შესახებ, რაც გულისხმობს: თანამშრომლობით პროექტებს, საერთაშორისო რეზიდენტების საქართველოში ჩამოყვანას, ადგილობრივ ხელოვანთა საზღვარგარეთ მოღვაწეობას, თანამედროვე ხელოვნების არქივის შენარჩუნებასა და გაზრდას, საზოგადოებისა და კულტურის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო დისკუსიების მოწყობას. 

თქვენ რას იღებთ ამ მხარდაჭერით?

პირველ რიგში, თქვენ მხარს უჭერთ სოციალურად ჩართული სახელოვნებო პროექტებითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებით განხორციელებულ სასარგებლო საქმიანობას. თქვენი მხარდაჭერის შესახებ, ინფორმაციას განვათავსებთ ჩვენს ვებგვერდზე. ასევე, რამდენადაც ჩვენი ჯგუფი შემოქმედებითი გადარეული ადამიანებისგან შედგება, ჩვენ გპირდებით სიურპრიზებსა და საჩუქრებს. 

მხარდაჭერა გადაწყვიტეთ? 

ჩვენი საბანკო ინფორმაციისთვის დაგვიკავშიდით ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@geoair.ge

დანარჩენ ინსტრუქციებს წერილობით მოგაწვდით.

გმადლობთ!