12/13/2011

პროექტი "პირიმზე" ეხება 1971 წელს თბილიში აშენებულ და 2007 წლამდე მოქმედ საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატ “პირიმზეს.” კვლევის მანძილზე შეგროვდა პირიმზესთან დაკავშირებული არქიტექტურული ნახაზები, ამონარიდები გაზეთებიდან და ტელერეპორტაჟები. 

 

11/06/2011
პროექტი ,,ვიზიტი” შემუშავებული იქნა ,,ახალი მოქალაქისა” და პირადი სივრცის საკითხების კვლევაზე დაფუძნებით. ჩვენ გვაინტერესებდა იმ მოქალაქეთა პირადი სივრცეები, ვინც შვედეთში მუდმივად თუ დროებით ცხოვრობს და სხვადასხვა ეთნიკური და ეროვნული იდენტობისაა...
 
10/31/2011

პროექტი იკვლევდა ადამიანის პირად, სოციალურ და ფსიქოლოგიურ კავშირს ტანსაცმელთან მიმართებაში.

10/06/2011

ისევ მოგზაურები ვართ, თუ ჯერ კიდევ ტურისტები?  ქალაქის სახელოვნებო ტურები, რომელიც კრაკოვში...

08/29/2011

კაფე „ფანტაზია“ არის მოზაიკური ფუნქციური ნაგებობის იშვიათი ნიმუში საქართველოში. ერთი დღით, ზაფხულის ცხელ დღეს ბათუმში ამ შენობას დაუბრუნდა სიცოცხლე, დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება მუსიკის ფონზე დამტკბარიყო ამ შენობის ისტორიასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეონამუშევრების გამოფენით.

 
07/21/2011

თხევადი ზედაპირი. სიმპოზიუმი აერთიანებდა 16 ხელოვანს, კურატორს, თეორეტიკოსს და აქტივისტს 8 ქვეყნიდან, რომლებიც მოგზაურობდნენ ვარნას (ბულგარეთი) და ბათუმს (საქართველო) დამაკავშირებელ სატვირთო გემზე.

06/01/2011

გეოეარის პროექტი „მეორე შანსი” წარმოდგენილი იქნა "Atlantis 11”-ის ფარგლებში ვენეციის 2011 წლის ბიენალეზე წინასწარი დათვალიერების დღეებში. პროექტის თემა იყო ,,ძალაუფლება და თანამედროვე ხელოვნება.”

04/09/2011

გამოფენა „IMAGO" ეხებოდა იმ საკითხს, თუ როგორ აისახება ადგილობრივი და გლობალური კონტექსტები სხვადასხვა თაობის ხელოვანთა ნამუშევრებში. დასახელება მიუთითებს თითოეული მხარის მიერ მეორეს სამყაროს აღქმის სურათზე, საქართველოსა და ქართველებზე, ჩვენზე და „დასავლეთზე.”...